1. კოდექსის მოქმედება ვრცელდება „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაწესებულების შიდა აუდიტის სუბიექტის ყველა თანამშრომელზე (შიდა აუდიტორი), გარდა დაწესებულების შიდა აუდიტის სუბიექტში შემავალი ინსპექტირების ქვედანაყოფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამშრომლებისა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანამშრომლები (შიდა აუდიტორები) ვალდებულნი არიან, თანამდებობაზე დანიშვნამდე გაეცნონ ამ კოდექსის დებულებებს, რასაც უზრუნველყოფს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი
შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 14.09.2011
მუხლი 5. კოდექსის მოქმედების სფერო
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №1016, 30.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2260922/muxli-5/