სს „არქეოპოლისის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№289
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №289

2010 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

სს „არქეოპოლისის“სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისათვის  სს „არქეოპოლისი“გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. კოკის ტერიტორიაზე განახორციელოს 60 000 მ3 ინერტული მასალის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

 

N

X

Y

1

720638

4708212

2

720636

4708316

3

720767

4708357

4

721238

4708443

5

721275

4708408

6

720793

4708216

S=6,41 ჰა.

 

2. სს „არქეოპოლისმა“უზრუნველყოს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.

3. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაცია, რომ სს „არქეოპოლისი“დადგენილი წესით უზრუნველყოფს 10 435 ლარის გადახდას.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ნ. გილაური