შპს „კავკასიის საინვესტიციო ალიანსის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №917
2010 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „კავკასიის საინვესტიციო ალიანსის“სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ფოთის საბაჟო ტერმინალის მშენებლობის მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულების მიზნით შპს „კავკასიის საინვესტიციო ალიანსი“გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვით და სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელძველი სენაკის ტერიტორიაზე განახორციელოს 102 900 (ას ორი ათას ცხრაასი) მ3 ინერტული მასალის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| N | X | Y |
| 1 | 265192 | 4685514 |
| 2 | 265127 | 4685428 |
| 3 | 265015 | 4685512 |
| 4 | 265064 | 4685747 |
| 5 | 265118 | 4685869 |
| 6 | 265213 | 4685903 |
| 7 | 265419 | 4685983 |
| 8 | 265353 | 4685798 |
| 9 | 265272 | 4685724 |
| 10 | 265263 | 4685622 |
| S = 10,29 ჰა. |
2. შპს „კავკასიის საინვესტიციო ალიანსმა“უზრუნველყოს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია, რომ შპს „კავკასიის საინვესტიციო ალიანსი“დადგენილი წესით უზრუნველყოფს 17 896 (ჩვიდმეტი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდას.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური