შპს „ედრი ჰოლდინგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1808
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „ედრი ჰოლდინგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, შპს „ედრი ჰოლდინგი“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ჯიგრაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 20 000 მ3 ინერტული მასალის (ბაზალტის ღორღი) მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| N | X | Y |
| 1 | 447192 | 4602392 |
| 2 | 447225 | 4602434 |
| 3 | 447228 | 4602369 |
| 4 | 447244 | 4602349 |
| 5 | 447305 | 4602350 |
| 6 | 447353 | 4602297 |
| 7 | 447391 | 4602195 |
| 8 | 447369 | 4602100 |
| S=2.0 ჰა. |
2. შპს „ედრი ჰოლდინგმა“ უზრუნველყოს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. შპს „ედრი ჰოლდინგმა“ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 5 180 (ხუთი ათას ას ოთხმოცი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური