გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1165
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1165

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ

ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, დანართით წარმოდგენილი საწყისი ფასის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

 

 

დანართი

 

ლოტის №

რეგიონი

სატყეო უბანი

ყოფილი სატყეო

კვარტალები

მთლიანი ფართობი (ჰა)

მათ შორის _ ტყით დაფარული ფართობი (ჰა)

ჯიში

ყოველწლიურად ასათვისებელი პროგნოზული ლიკვიდური მარაგი (მ3)

საწყისი ფასი (ლარო ბით)

სულ

მასალა

შეშა

1

შიდა ქართლი

გორი

ორმოცი

20,21,26,27

829

680

წიწვოვანი (ფიჭვი, სოჭი, ნაძვი)

850

510

340

88 000

2

შიდა ქართლი

ქარელი

ზღუდური

26,27,28

567

522

წიწვოვანი

(ფიჭვი, ნაძვი)

373

224

149

80 000

წიფელი

280

140

140