გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1477
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის № 1–1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, დანართით წარმოდგენილი საწყისი ფასის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
| ლოტის № | რეგიონი | სატყეო უბანი | ყოფილი სატყეო | კვარტალები | მთლიანი ფართობი ( ჰა ) | მ . შ . ტყით დაფარული ფართობი ( ჰა ) | ჯიში | ყოველწლიურად ასათვისებელი პროგნოზული ლიკვიდური მარაგი ( მ3 ) | საწყისი ფასი
| ||
| სულ | მასალა | შეშა | |||||||||
| 1 | შიდა ქართლი | გორი-ცხინვალი- ყორნისი- ჯავის | ბოშურის | 1,5,6 | 475 | 341 | წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი) | 220 | 170 | 50 | 32000 |
| ფოთლოვანი (წიფელი) | 30 | 10 | 20 | ||||||||
| 2 | შიდა ქართლი | გორი-ცხინვალი- ყორნისი- ჯავის | ორმოცის | 22,23,28 | 548 | 462 | წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი) | 250 | 180 | 70 | 30000 |
| 3 | შიდა ქართლი | გორი-ცხინვალი- ყორნისი- ჯავის | ატენის | 37,38,39 | 597 | 563 | წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი,ფიჭვი) | 280 | 210 | 70 | 32000 |