გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1235
2010 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის № 1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, დანართით წარმოდგენილი საწყისი ფასის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
| ლოტის № | რეგიონი | სატყეო უბანი | ყოფილი სატყეო | კვარტ ა- ლები | მთლიანი ფართობი (ჰა) | მ.შ. ტყით დაფარული ფართობი (ჰა) | ჯიში | ყოველწლიურად ასათვისებელი პროგნოზული ლიკვიდური მარაგი (მ3) | საწყისი ფასი (ლარ ო- ბით ) | ||
| სულ | მასალა | შეშა | |||||||||
| 1 | სამეგრელო -ზემო სვანეთი | მესტია | ჯორკვალი | 63,64 | 412 | 396 | წიწვოვანი ( სოჭი, ნაძვი) | 1950 | 1270 | 680 | 161 000 |
| 2 | რაჭა-ლეჩხუმი -ქვემო სვანეთი | ლენტეხი | ლაშხეთი | 118,119,120 | 492 | 492 | ფოთლოვანი (წიფელი) | 470 | 282 | 188 | 110 000 |
| წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი) | 286 | 186 | 100 |