„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010120000.22.038.016289
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №34

2014 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №22 ბრძანებაში (სსმ,010120000.22.038.016084, 27/12/2011) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თანდართული შიდასაუწყებო წესი.“.

3. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) ცენტრალური აპარატის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმა (დანართი №1).“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესი“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) გაცემის ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს“;

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ წარდგინებას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სახელზე წარადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია“.

5. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №1

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისსასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა

 

  

1. სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს ნაცრისფერ პლასტიკურ ბარათს საიდენტიფიკაციო ნომრით, რომლის ზომაა 8,7სმX5,5სმ.

2. სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას;

ბ) საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებას;

გ) სამინისტროს ემბლემის გამოსახულებას;

დ) სტრუქტურული ერთეულის დასახელებას (გარდა მინისტრისა და მინისტრის მოადგილისა);

ე) საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებას;

ვ) საჯარო მოსამსახურის ფერად ფოტოსურათს (3სმX4სმ);

ზ) მოწმობის ნომერს;

თ) საჯარო მოსამსახურის სახელსა და გვარს;

ი) საჯარო მოსამსახურის სპეციალურ წოდებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) დაკავებულ თანამდებობას;

ლ) მინისტრის ხელმოწერას;

მ) მოქმედების ვადას;

ნ) შემდეგი შინაარსის წარწერას: ,,უფლება აქვს ატაროს და შეინახოს ცეცხლსასროლი იარაღი“;

3. მოწმობის მეორე გვერდზე აღინიშნება მე-2 პუნქტის „ა”, „დ”, ,,თ’’, ,,ი’’, ,,კ’’, „მ” და ,,ნ“ ქვეპუნქტებში მითითებული რეკვიზიტების შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე.“

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე