1. თუ უცხოელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრება უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება აღსრულდეს:

ა) მის მიერ ადმინისტრაციული სახდელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მისი გათავისუფლებისთანავე, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მას ადმინისტრაციულ სახდელად ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;

ბ) მის მიერ ადმინისტრაციული სახდელის მოხდამდე, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მას შეეფარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული სახდელი, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობისა.

2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილებას ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილებას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები.

3. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსასრულებლად უცხოელი ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში.

4. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იყენებს ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025