1. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა, სასამართლო უწყება, აგრეთვე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, განჩინების გამოტანისას ან ბრძანების გამოცემისას გადაწყვეტილების/განჩინების/ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით განთავსდება ვებგვერდზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელს ჰბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე, ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით და მისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.