„სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2592 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №65
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებითგანხორციელების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2592 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,„სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2592 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩ ატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია მ ს ა ერთაშორისო გამოფენებზე ტვირთის გადაზიდვის,სადაზღვევო მომსახურების ა დასარეკლამო მასალის ბეჭ დვ ის მომსახურებასთან (პირველი ოთხი გამოფენისათვის )დაკავშირე ბული შესასყიდი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვ ები , ასევე დანართით განსაზღვრული საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ბაზრობებში შეუფერხებლად მონაწილეობის მიღების მიზნით გამოფენის ტერიტორიაზე სტენდის აგების, სტენდის დამატებითი აღჭურვილობის ქირავნობის მომსახურებასთან დაკავშირებული შესყიდვები 2012 წლის ბოლომდე განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობები
| 1 | Vacantiebeurs, უტრეხტი, ჰოლანდია | 11-15 იანვარი |
| 2 | MATKA, ჰელსინკი, ფინეთი | 19-22 იანვარი |
| 3 | FITUR, მადრიდი, ესპანეთი | 18-22 იანვარი |
| 4 | Balttur, რიგა, ლატვია | 10-12 თებერვალი |
| 5 | IMTM, თელავივი, ისრაელი | 14-15 თებერვალი |
| 6 | BIT, მილანი, იტალია | 16-19 თებერვალი |
| 7 | EMITT, სტამბული, თურქეთი | 9-12 თებერვალი |
| 8 | TOUREST,ტალინი, ესტონეთი | 17-19 თებერვალი |
| 9 | ITB, ბერლინი, გერმანია | 7-9 მარტი |
| 10 | UITT უკრაინა, კიევი | 28-30 მარტი |
| 11 | KITF, ყაზახეთი | 25-27 აპრილი |
| 12 | AITF, ბაქო, აზერბაიჯანი | 12-14 აპრილი |
| 13 | ATM დუბაი | 30 აპრილი -3 მაისი |
| 14 | Comptoir Suisse,ლოზანა, შვეიცარია | 14-23 სექტემბერი |
| 15 | Top Resa, საფრანგეთი | 18-21 სექტემბერი |
| 16 | The Trade Show,ლოს ანჯელესი, აშშ | 7-9 სექტემბერი |
| 17 | TTW, ვარშავა, პოლონეთი | 27-29 სექტემბერი |
| 18 | WTM, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი | 7-10 ნოემბერი |
|
| თემატური გამოფენები |
|
| 19 | Hunting Fair ლას ვეგასი, აშშ | 2-4თებერვალი |
| 20 | Cruise and Shipping Miami, აშშ | 12-15 მარტი |
| 21 | Seatrade Med Cruise, საფრანგეთი | 27-29 თებერვალი |
| 22 | EIBTM Mice Tourism, ესპანეთი | 27-29 თებერვალი |
| 23 | IMEX,ფრანკფურტი, გერმანია | 22-14 მაისი |
| 24 | London International Wine Fair,ლონდონი , დიდი ბრიტანეთი | 22-24 მაისი |