საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №29

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სსიპ – საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოსშემდეგ მომსახურებათა შესყიდვა:

ა) 2012 წლის 29 იანვარს-1 თებერვალს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ტექსტილის სექტორში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში „ISPO MUNICH 2012“მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება;

ბ) 2012 წლის 6-9 მარტსსაფრანგეთში,ქ. კანშიდაგეგმილუძრავიქონებისდასაინვესტიციოგამოფენაში„MIPIM 2012“მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება;

გ) 2012 წლის 19-22 მარტს სინგაპურში ფარმაცევტიკის სექტორში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში „Bio Pharma Asia 2012“მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება;

დ) 2012 წლის 3-4 მაისსთურქეთში, ქალაქსტამბულშისაერთაშორისოგამოფენა-კონფერენციაში„Istanbul Fashion Apparel Conference –2012“მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება;

ე) 2012 წლის 8-10 ოქტომბერსგერმანიაში,ქ. მიუნხენშიდაგეგმილუძრავიქონებისდასაინვესტიციოგამოფენაში„EXPO REAL 2012“მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება;

ვ) 2012 წლის 6-9 ნოემბერსყაზახეთში,ქალაქალმა-ატაშიდაგეგმილგამოფენაში„Worldfood 2012“ მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად,ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის მომსახურებათამიმწოდებელი პირები გათავისუფლდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან.

პრემიერ-მინისტრი                      ნ.გილაური