საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№266
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018679
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №266

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საფრანგეთში, ქ. კანში, 2015 წლის 10-13 მარტს უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაში - „MIPIM 2015“ მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ, საკუთარი სახსრებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ -არქიტექტურის სამსახურმა, საკუთარი სახსრებით, საკუთარი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, გამოფენაზე მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 2. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვის ღირებულების ნაწილის, კერძოდ 10 300 (ათი ათას სამასი) ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ისათვის, საკუთარი სახსრებიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე.

 3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი