სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს.
მუხლი 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა სათამაშო ბიზნესით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.
მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) აზარტული და მომგებიანი თამაშებისათვის გამოყენებული სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები;
ბ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროები (სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის ან/და სპეციალური აპარატის ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და მოგების გაცემა);
გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა;
ე) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები.
მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000-დან 30 000 ლარამდე;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 150-დან 600 ლარამდე;
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 900-დან 1800 ლარამდე;
დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 6000-დან 30 000 ლარამდე;
ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა.
მუხლი 6. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი
1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).
3. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
4. კაზინოს (სამორინეს) სათამაშო მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
5. ამ კანონის მიზნებისათვის, მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობისას სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებში სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.
6. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) კოდს, რომლის განმეორება აკრძალულია;
ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს;
გ) განსხვავებულ ფერს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით.
7. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
8. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იძენს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით, შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში, საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე.
9. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი რეგისტრაციაში ტარდება შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში, თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) სახელზე.
10. თამაშების მომწყობნი (ორგანიზატორები) მოსაკრებლის გადახდის ნიშნებს ამაგრებენ სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, აგრეთვე ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების თვალსაჩინო ადგილებზე, საანგარიშო კვარტალის პირველ სამუშაო დღეს და ხსნიან ყოველი საანგარიშო კვარტალის ბოლო სამუშაო დღეს.
11. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
12. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებული არიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება
1. ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს.
2. საგადასახადო ორგანოები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის IV-V კარებით დადგენილი წესებით.
ამ კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის VII კარით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. ამ კანონის მე-4 მუხლის „ე“, მე-5 მუხლის „ვ“ და მე-6 მუხლის მე-12 პუნქტები ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის დღიდან.
2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4250–რს
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
საქართველოს კანონი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
მუხლი 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება🔗
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა, არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლებიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7026-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი🔗
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე).
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი).
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტები🔗
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) სამორინეს
მაგიდა, კლუბის მაგიდა
და სათამაშო აპარატი
;
ბ) (ამოღებულ
ია – 09.12.2011, №5453)
გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
დ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;
ე) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები🔗
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით;
გ) (ამოღებულ
ია – 09.12.2011, №5453);
დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
ე.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;
ე.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;
ე.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;
ვ) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით;
თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით.
შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი № 969 - სსმ I, № 41, 30.12.200 8 წ., მუხ.258
საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის კანონი №3661 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.364
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №99 - ვებგვერდი, 23.12.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
მუხლი 6. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი🔗
1. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხადოს.
2. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობაა წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის 10 პროცენტი.
3. (ამოღებულია – 28.06.2012, №6573)
.
31
.
(ამოღებულია – 28.06.2012, №6573)
.
4. წამახალისებელი გათამაშების, სამორინის, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვების მფლობელები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენისას.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობებისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროსთვის ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეული სალაროს მოწყობის უფლებას.
6. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ
ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაი
ცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;
ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა).
7. (ამოღებულია – 08.11.2011, №5249).
8. თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა და ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
81. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობების ორგანიზატორი საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იმ ნებართვით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით, რომლის საფუძველზედაც მას მიღებული აქვს შესაბამისი ნებართვა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებისთვის.
9. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში თამაშობის ორგანიზატორის სახელზე აღირიცხება.
10. (ამოღებულია – 08.11.2011, №5249).
11. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის)
გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
12. ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი დაიანგარიშება და გადაიხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5249 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6573 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება🔗
1. ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს.
2. საგადასახადო ორგანოები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.
საქართველოს 20
10
წლის
17 სექტემბრის კა
ნონი №
3594
- სსმ I, №
54
,12.10
.20
10
წ., მუხ.
346
მუხლი 8. პასუხისმგებლობა🔗
ამ კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3594 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ. 346
მუხლი 9. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი🔗
1. (ამოღებულია - 22.12.2021, №1193) .
2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,2006 წლის 29 დეკემბერი.
№4250–რს