მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის და კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №116
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის და კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად ინფორმაცია:
ა) მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ, რაც ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის მხრიდან 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას IBRD-ის პირობებით და დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას IDA-ს პირობებით;
ბ)კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ, რაც ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის მხრიდან 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას IBRD-ის პირობებით.
2 . საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მ უზრუნველყოს:
ა) სათანადო პროცედურების განხორციელება IDA-სთან ზემოაღნიშნული თანხის სასესხო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, შემდეგი ფინანსური პირობებით:
| საპროცენტო განაკვეთი | ფიქსირებული,წლიური 2% |
| სესხის ვალუტა | SDR |
| სესხის ხანგრძლივობა | 25 წელი |
| შეღავათიანი პერიოდი | 5 წელი |
| ვალდებულების გადასახდელი | არა უმეტეს წლიური 0.5% (ამჟამად შეადგენს 0%‑ს); |
ბ)სათანადო პროცედურების განხორციელება IBRD-სთან ზემოაღნიშნული თანხის სასესხო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, შემდეგი ფინანსური პირობებით:
| საპროცენტო განაკვეთის ტიპი | Libor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი |
| საპროცენტო განაკვეთის მარჟა | ცვლადი (Variable Spread) |
| სესხის ვალუტა | აშშ დოლარი |
| სესხის ხანგრძლივობა | 25 წელი |
| შეღავათიანი პერიოდი | 10 წელი |
| ამორტიზაციის გრაფიკი | ძირითადი თანხის ყოველწლიური თანაბარი ამორტიზაცია |
| ამორტიზაციის მექანიზმი | სესხის მთლიან თანხაზე მიბმული ამორტიზაცია |
| ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო | 0.25% სესხის მთლიან თანხაზე |
| კონვერ ტაციის და ჰეჯირების ინსტრუმენტები | სრულად იქნ ე ს გათვ ა ლისწინებული სასესხო ხელშეკრულებაში. |
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის და კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის და კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.01.2012.
- როდის იქნა მიღებული „მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის და კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ“?
- „მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის და კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ“ მიღებულია 24.01.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №116. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის და კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.01.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის და კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ“, №116, 24.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2285714/