განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების (DPO2) ფარგლებში საქართველოს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№5 56
2017 წლის23 მარტი
ქ. თბილისი
განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების (DPO2) ფარგლებში საქართველოს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების (DPO2) ფარგლებში საქართველოს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები თანხის თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვასთან დაკავშირებით, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
სესხის მოცულობა: დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ევრო;
სესხის ხანგრძლივობა: 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 14 წელი);
საპროცენტო განაკვეთის ტიპი: Euribor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი (Euribor+Variable Spread);
სესხის ვალუტა: ევრო;
ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო: 0.25% სესხის მთლიან თანხაზე;
სესხის ვალდებულების გადასახადი (Commitment fee): 0.25%, ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას;
კონვერსიის შესაძლებლობა: გათვალისწინებულ იქნეს სასესხო ხელშეკრულებაში.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი