განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების (DPO2) ფარგლებში საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1069
2017 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების ( DPO2 ) ფარგლებში საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების (DPO2) ფარგლებში საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი დან (IBRD) მისაღები თანხის თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) ამ განკარგულების პირველი პ უნქტით გათვალისწინებული თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
სესხის მოცულობა: 50 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ევრო;
სესხის ვალუტა: ევრო;
სესხის ხანგრძლივობა: 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 14 წელი);
საპროცენტო განაკვეთი ს ტიპი: 6-თვიან Euribor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი (Euribor+Variable Spread);
ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო: 0.25%, რომლის გადახდაც განხორციელდება სესხის თანხიდან;
სესხის ვალდებულების გადასახდელი (Commitment fee): 0.25%, ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს;
კონვერსიის შესაძლებლობა: გათვალისწინებულ იქნეს სასესხო შეთანხმებაში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი