განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების (DPO1) ფარგლებში საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №32 5
2015 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების (DPO1) ფარგლებში საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მოწონებულ იქნ ე ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება,განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების (DPO1) ფარგლებში,საქართველოს პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი დან (IBRD) მისაღები სესხ ის თაობაზე, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობები თ:
სესხის ხანგრძლივობა: 25წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 14წელი);
საპროცენტო განაკვეთი ს ტიპი: Libor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი (Libor+Variable Spread);
სესხის ვალუტა: აშშ დოლარი;
ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო: 0.25% სესხის მთლიან თანხაზე;
სესხის ვალდებულების გადასახადი (Commitment fee) შეადგენს 0.25%-ს,რომელიც ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას;
კონვერსიის შესაძლებლობა: გათვალისწინებულ იქნეს სასესხო ხელშეკრულებაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი