პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №20 12
2012 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ
1 . პროფესიული განათლების განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების , დამსაქმებლების , პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის , ასევე პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯების კოორდინირებულ მოქმედებათა უზრუნველყოფის მიზნით , „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის29 -ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში–საბჭო ) შემდეგი შემადგენლობით :
| გიორგი მარგველაშვილი | – | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე |
| რატი ბრეგაძე | – | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე |
| ილია კვიტაიშვილი | – | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე |
| თენგიზ შერგელაშვილი | – | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე |
| მიხეილ ჯანელიძე | – | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე |
| თეა გულუა | – | საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი |
| ლალი ებანოიძე | – | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი |
| მარინა ჟვანია | – | სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების აღიარების სამსახურის უფროსი |
| დავით ლეჟავა | – | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| მაია ცქიტიშვილი | – | საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი |
| დავით ლომიძე | – | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე |
| ილია მაღალაშვილი | – | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქა‑ რთველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი |
| ელგუჯა მელაძე | – | საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი |
| ნათელა პაპუნაშვილი | – | სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ დირექტორი |
| ირაკლი პეტრიაშვილი | – | საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე |
| ქეთევან ნატრიაშვილი | – | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე |
| ალექსანდრე მარგიშვილი | – | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე |
| ელგუჯა მამასახლისი | – | შპს „ელსელმას“ გენერალური დირექტორი |
| გივი კახიშვილი | – | შემდუღებელთა და მასალათმცოდნეთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი |
| ლეილა ახმეტელაშვილი | – | სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ ადამიანური რესურსების განყოფილების დირექტორი |
| დავით მელუა
| – | საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი |
| ჟაკო ჯორჯაძე | – | საქართველოს ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი |
| კახა ბაინდურაშვილი | – | საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტი |
| შორენა ჯაფარიძე | – | დამოუკიდებელი ექსპერტი |
| დანიელ დავითაშვილი | – | საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე |
| ქეთევან ჯაყელი | – | მუნიციპალური მომსასურების უზრუნველყოფის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.”. |
2 . ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ალექსანდრე ქანთარიას მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის61 -ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის2012წლის17სექტემბრის№ 1756 განკარგულება „პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი