სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№801
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 30/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №801

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სა­მარ­თლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვი­თა­რების ფონდ მა უზრუნველყოს:

ა)  იმერეთის რეგიონში , დანართით განსაზღვრული კულტურული მემ­კვი­დ­რეობის ძეგლებისა და მათთან დაკავშირებული ტურისტული ინფრა­სტრუქ­ტურის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო მომსახურების სახელ­მწიფო შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულები ს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონის­ძიე­ბის დაფინანსება„საქართველოს 2012წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“საქართველოს კანონით სსიპ– საქართველოს მუნიციპალური განვითა­რების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრა­სტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფი­ნანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცე­ბული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსა­ხორ­­ციე­ლებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი – 25 03 01) მუხლით გან­სა­ზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიე­ბების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქ­ტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ამ განკარგულები ს „ა“ ქვეპუნქტით გათ­ვა­­ლი­ს­წინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული შეს­­ყიდვი ს საშუალებით განხორციელ ება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სა­ხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტა­ნის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხარ­ჯე­ბის დაფინანსებისათვის საჭირო თანხების სსიპ – საქართველოს მუნიცი­პა­ლური განვითარების ფონდისათვის გამოყოფის საკითხი.

პრემიერ-მინისტრი                                                      ნ.გილაური

 

                                                                                 დანართი

იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტი

 

ძეგლის დასახელება

შესასრულებელი სამუშაოები

1.

ქ. წყალტუბო

48ჰა პარკის, ბალნეოლოგიურის და 10-15 შენობის ფასა­დის და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის რეაბილი­ტა­ცია

2.

ქ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და დამხმარე ინფრა­სტრუქ­ტურის  რეაბილიტაცია

3.

უბისის მონასტერი

მაღაზიის, სველი წერტილის, პარკინგისა და სხვა დამ­ხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობა

4.

გელათის სამონასტრო კომპლექსი

კაფის, სველი წერტილის, პარკინგისა და სხვა დამხმარე ინ­ფრასტრუქტურის მოწყობა

5.

კაცხის ეკლესია

სველი წერტილის, პარკინგის მოწყობა და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (გალავნის რესტავ­რა­ცია, არსებული შენობის ფასადის მოწესრიგება)

6.

კაცხის სვეტი

სუვენირების მაღაზიის, კაფის, სველი წერტილის, პარ­კინ­გისა და  და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწ­ყო­ბა (არსებული ნაგებობების რესტავრაცია: ეკლესია, კე­ლიები, სამრეკლოს აღდგენა, ლიფტის დამონტაჟება სვეტ­ზე, არსებული კიბის მოწესრიგება)

7.

გორდი – დადიანების სასახლე

სასახლის პირვანდელ კონტურებში აღდგენა და აგრეთვე ახალი მინაშენის აღდგენა. სასტუმრო უნდა ითვალის­წი­ნებდეს 40 ნომერს, რესტორანს, საკონფერენციო დარ­ბაზს, სპა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს. მთლიანი ორსარ­თუ­ლიანი შენობის ზომები გარე კონტურზე იქნება სავარაუ­დოდ 40მX50მ, დაგეგმილია ასევე პარკის აღდგე­ნა-განახ­ლება.