სასარგებლო წიაღისეულის (ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№518
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 23/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №518

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის (ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სასარგებლო წიაღისეულის (ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დანართით განსაზღვრული აუქციონის სალიცენზიო პირობები.

2. განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

 

 

სასარგებლო წიაღისეულის (ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობები

1. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარით.

2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონზე დაფიქსირებული, საბოლოოდ შეთავაზებული თანხა გადაიხადოს აუქციონის ოქმის გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში.

3. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, მე-13 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ოქმის გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში წარადგინოს 112 500 (ას თორმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ ორი თვით უნდა აღემატებოდეს მე-13 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას.

4. აუქციონის ბიჯი განისაზღვრება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. „ბე“ განისაზღვრება აუქციონის საწყისი ფასის 20 %-ს ოდენობით.

5. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 წლით, ლიცენზიის გაცემის დღიდან.

6. სალიცენზიო ფართობია:

 

 

X

Y

1

380245

4704728

2

380463

4704728

3

380944

4704478

4

382042

4703029

5

381746

4702630

6

381144

4702827

7

380347

4703628

8

380021

4703883

S=205.38 ჰა

WGS-1984

 

7. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში საბადოს შესწავლილობის გათვალისწინებით ჩაატაროს წინასწარი ან/და დეტალური საძიებო სამუშაოები (თანამედროვე მეთოდიკისა და სტანდარტების შესაბამისად), რომლებიც საჭიროებისამებრ შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოებით (რუკების შედგენა-დაზუსტება), გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევებით, სამთო გამონამუშევრების გაყვანით, ქანების ნივთიერი და მინერალოგიური შესწავლით;

ბ) სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით, ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში შესაბამის ორგანოში მარაგების დამტკიცების მიზნით, წარადგინოს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიში;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის წარდგენასთან ერთად ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს ათვისების გეგმა, ყოველწლიურად მოსაპოვებელი რაოდენობის მითითებით;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გაცემიდან სამი თვის განმავლობაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს დეტალური ძებნა-ძიების გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს სამუშაოებს „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) ლიცენზიის მფლობელი, ასევე ვალდებულია, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის წარდგენამდე 14 დღით ადრე, ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში („გზშ“). „გზშ“-ს ანგარიშში უნდა აისახოს მნიშვნელოვანი რისკები და საფრთხეები, ანგარიში, ასევე უნდა შეიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტექნოლოგიური ციკლის აღწერასა და ტექნოლოგიურ სქემას.

8. მარაგების ანგარიშისა და ათვისების გეგმის წარუდგენლობა, ასევე მე-13 პუნქტში მოცემული პირობის შეუსრულებლობა, შესაძლებელია განხილულ იქნეს წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლად.

9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, გადაიხადოს სხვაობა მარაგების დამტკიცების შემდეგ გამოთვლილ ფასსა და აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის; ზემოაღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ და მხოლოდ „გზშ“-ს ანგარიშზე დადებითი დასკვნის (თუ ასეთი დადებითი დასკვნა გაცემულია გარკვეული პირობით, აღნიშნული პირობა ლიცენზიის მფლობელისთვის არის სალიცენზიო პირობა და მისი შესრულება სავალდებულოა ლიცენზიის მფლობელისათვის), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.

10. თუ სალიცენზიო ფართობზე დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ნაკლებია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე, ამ შემთხვევაში მეტობით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.

11. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, არა უგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა, სააგენტოში წარადგინოს მომავალი წლის სამუშაო გეგმა და ბიუჯეტი.

12. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 აპრილისა, წარადგინოს წინა წლის შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში.

13. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, 2012 წელს დაიწყოს და 2014 წელს დაასრულოს ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსის გადამმუშავებელი კომბინატის მშენებლობა და დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა (არანაკლებ 30 კაცი), კომბინატის მშენებლობასა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოებსა და ვადაში განახორციელოს არანაკლებ 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) დოლარის ინვესტიცია.

14. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გაცემიდან 36 თვის განმავლობაში ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მოიცავს მე-13 პუნქტში მითითებული ინვესტიციის ხარჯვის ანგარიშს.

15. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობში მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას.

16. სახელმწიფო უფლებამოსილია, სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს ლიცენზიები და ნებართვები (მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან).

17. ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს პასუხისმგებლობას ფართობის რეკულტივაციაზე, ფართობის დაბრუნების მომენტისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

18. ლიცენზიის მფლობელი სალიცენზიო ფართობის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობას განახორციელებს მხოლოდ ასეთი მიწის კერძო მესაკუთრესთან შეთანხმებით.

19. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

20. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული, საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნები.