სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი მეტალები) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2537
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2537

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი მეტალები) შესწავლა- მოპოვების ლიცენზიის გაცემის ათვის აუქციონის სალიცენზიო პირობების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, თანდართული „სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი მეტალები) შესწავლა- მოპოვების ლიცენზიის გაცემის ათვის აუქციონის სალიცენზიო პირობები“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი მეტალები) შესწავლა- მოპოვების ლიცენზიის გაცემის ათვის აუქციონის სალიცენზიო პირობები

1. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება20000000ლარის ოდენობით.

2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული თანხა გადაიხადოს აუქციონის ოქმის გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში.

3. აუქციონის ბიჯი განისაზღვრება500000ლარის ოდენობით. „ბე“განისაზღვრება აუქციონის საწყისი ფასის20%-ის ოდენობით.

4. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრება40წლით ლიცენზიის გაცემის დღიდან.

5. სალიცენზიო ფართობია:

 

X

Y

Iუბანი

1

546136

4653463

2

559120

4664175

3

559584

4663384

4

560283

4662826

A

სალიცენზიო უბნის მონაკვეთი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ

5

573784

4656479

6

574855

4655207

7

574862

4654428

8

574868

4653465

S=17596,77 ჰა

IIუბანი

1

534512

4640723

2

523513

4646568

3

514086

4641580

4

503914

4627103

S=20719,42 ჰა

WGS-1984.

6. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ლიცენზიის გაცემიდან36თვის განმავლობაში,საბადოს შესწავლილობის გათვალისწინებით,ჩაატაროს წინასწარი ან/და დეტალური საძიებო სამუშაოები (თანამედროვე მეთოდიკის და სტანდარტების შესაბამისად),რომლებიც საჭიროებისამებრ შეიძლება მოიცავდეს,მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოებით (რუკების შედგენა-დაზუსტება), გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევებით, სამთო გამონამუშევრების გაყვანით,ქანების ნივთიერი და მინერალოგიური შესწავლით;

ბ)სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით ლიცენზიის გაცემიდან36თვის გასვლისთანავე შესაბამის ორგანოში მარაგების დამტკიცების მიზნით წარადგინოსJoint Ore Reserves Committee (JORC)-ის კოდექსის შესაბამისად შედგენილი, ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიში;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის წარდგენასთან ერთად ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს ათვისების გეგმა ყოველწლიურად მოსაპოვებელი რაოდენობის მითითებით;

დ) ლიცენზიის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს დეტალური ძებნა-ძიების გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პერიოდს. ძებნა‑ძიების გეგმა ასევე უნდა მოიცავდეს სალიცენზიო ფართობის (ტერიტორიის) დაბრუნების გრაფიკს.

7.მარაგების ანგარიშის და ათვისების გეგმის წარმოუდგენლობა, ასევე მე-12 პუნქტში მოცემული პირობის შეუსრულებლობა, შესაძლებელია განხილულ იქნეს წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლად.

8. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა მარაგების დამტკიცების შემდეგ გამოთვლილ ფასსა და აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის.

9. თუ სალიცენზიო ფართობზე დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ნაკლებია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე,ამ შემთხვევაში მეტობით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.

10. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში,არა უგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა,სააგენტოში წ არ ადგინოს მომავალი წლის სამუშაო გეგმა და ბიუჯეტი.

11. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში,ყოველწლიურად,არა უგვიანეს1აპრილისა,წა რ ადგინოს წინა წლის შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში.

12. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია 2012 წელს დაიწყოს და 2014 წელს დაასრულოს ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსის გადამამუშავებელი კომბინატის მშენებლობა, კომბინატის მშენებლობასა და მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოებსა და ვადაში განახორციელოს არანაკლებ 250 000 000 (ორას ორმოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიცია.

13. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემიდან 38 თვის განმავლობაში სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მოიცავს მე-12 პუნქტში მითითებული ინვესტიციის ხარჯვის ანგარიშს.

14. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობში მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას.

15. სახელმწიფო უფლებამოსილია წინამდებარე სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს ლიცენზიები და ნებართვები (მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის/მოპოვების ლიცენზიები,რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან).

16. ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს პასუხისმგებლობას ფართობის რეკულტივაციაზე ფართობის დაბრუნების მომენტისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

17. ლიცენზიის მფლობელი სალიცენზიო ფართობის ფარგლებში,კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობას განახორციელებს მხოლოდ ასეთი მიწის კერძო მესაკუთრესთან შეთანხმებით.

18. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

19. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის,„გარემოს დაცვის შესახებ“და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული, საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ–ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნები.