სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი მეტალები) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2538
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის ( ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი მეტალები) შესწავლა- მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, სასარგებლო წიაღისეულის ( ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი მეტალები) შესწავლა- მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დანართით განსაზღვრული აუქციონის სალიცენზიო პირობები.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარის ოდენობით .
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დანართი
სასარგებლო წიაღისეულის ( ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი მეტალები) შესწავლა- მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობები
1. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 900 000 ლარის ოდენობით.
2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული თანხა გადაიხადოს აუქციონის ოქმის გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში.
3. აუქციონის ბიჯი განისაზღვრება 90 000 ლარის ოდენობით. „ბე “ განისაზღვრება აუქციონის საწყისი ფასის 20%-ი თ.
4. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 წლით ლიცენზიის გაცემის დღიდან.
5. სალიცენზიო ფართობია:
| № | X | Y |
| 1 | 372947 | 4742976 |
| 2 | 370905 | 4742976 |
| 3 | 367864 | 4744835 |
| 4 | 367933 | 4747037 |
| 5 | 372970 | 4747037 |
| S = 1778,62 ჰა | ||
| WGS 1984 | ||
6. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ლიცენზიის გაცემიდან 36 თვის განმავლობაში საბადოს შესწავლი ლობის გათვალისწინებით ჩაატაროს წინასწარი ან/და დეტალური საძიებო სამუშაოები (თანამედროვე მეთოდიკის ა და სტანდარტების შესაბამისად), რომლებიც საჭიროებისამებრ შეიძლება მოიცავდეს , მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოებით (რუკების შედგენა-დაზუსტება), გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევებით, სამთო გამონამუშევრების გაყვანით , ქანების ნივთიერი და მინერალოგიური შესწავლით და ამ შესწავლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობით;
ბ) სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით , ლიცენზიის გაცემიდან 36 თვის გასვლისთანავე შესაბამის ორგანოში მარაგების დამტკიცების მიზნით წარადგინოსJoint Ore Reserves Committee (JORC)-ის კოდექსის შესაბამისად შედგენილი, ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიში ;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის წარდგენასთან ერთად ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს ათვისების გეგმა , ყოველწლიურად მოსაპოვებელი რაოდენობის მითითებით;
დ) ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს დეტალური ძებნა-ძიების გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს მე-6 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი თ გათვალისწინებულ პერიოდს . ძებნა-ძიების გეგმა , ასევე , უნდა მოიცავდეს სალიცენზიო ფართობის (ტერიტორიის) დაბრუნების გრაფიკს .
7. მარაგების ანგარიშის და ათვისების გეგმის წარუდგენლობა, ასევე, მე-12 პუნქტში მოცემული პირობის შეუსრულებლობა, შესაძლებელია განხილულ იქნეს წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლად.
8. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა მარაგების დამტკიცების შემდეგ გამოთვლილ ფასსა და აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის .
9. თუ სალიცენზიო ფართობზე დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ნაკლებია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე , ამ შემთხვევაში მეტობით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას .
10. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში , არა უგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა , სააგენტოში წა რა დგინოს მომავალი წლის სამუშაო გეგმა და ბიუჯეტი .
11. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში , ყოველწლიურად , არა უგვიანეს 1 აპრილისა , წა რ ადგინოს წინა წლის შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში .
12. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოებსა და ვადაში განახორციელოს არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ინვესტიცია.
13. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემიდან 38 თვის განმავლობაში ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მოიცავს მე-12 პუნქტში მითითებული ინვესტიციის ხარჯვის ანგარიშს .
14. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობში მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას.
15. სახელმწიფო უფლებამოსილია ამ სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს ლიცენზიები და ნებართვები (მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან).
16. ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს პასუხისმგებლობას ფართობის რეკულტივაციაზე ფართობის დაბრუნების მომენტისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
17. ლიცენზიის მფლობელი სალიცენზიო ფართობის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობას განახორციელებს მხოლოდ ასეთი მიწის კერძო მესაკუთრესთან შეთანხმებით.
18. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
19. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის , „გარემოს დაცვის შესახებ“და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული, საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე , საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნები.