სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №18
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა- მოპოვების ლიცენზიის გაცემის ათვის აუქციონის სალიცენზიო პირობების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა- მოპოვების ლიცენზიის გაცემის ათვის განსაზღვრული აუქციონის თანდართული სალიცენზიო პირობები.
2. პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 110 000 000 (ას ათი მილიონი) ლარი თ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
სასარგებლო წიაღისეულის ( ფერადი, კეთილშობილი , იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა- მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის განსაზღვრული აუქციონის სალიცენზიო პირობები
1. აუქციონის ჩატარების თარიღია 2012 წლის 29 თებერვალი.
2. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 110 000 000 ლარის ოდენობით.
3. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული თანხა გადაიხადოს არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა.
4. აუქციონის ბიჯი განისაზღვრება 500 000 ლარის ოდენობით, ხოლო „ბე“ – აუქციონის საწყისი ფასის 20%‑ის ოდენობით.
5. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრება 27 წლით , ლიცენზიის ძალაში შესვლის დღიდან.
6. ლიცენზიის ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება 2014 წლის 15 აპრილით. 2014 წლის 15 მაისამდე, ლიცენზიის გამცემის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდება ლიცენზიის მფლობელის უფლებები გამოყოფილ სამთო და მიწის მინაკუთვნებზე.
შენიშვნა:
თუ 2014 წლის 15 აპრილამდე ქვემოთ მოცემულ კოორდინატებში არსებული ფართობები ლიცენზიებისაგან გამოთავისუფლებულ იქნა, ასეთ გამოთავისუფლებულ ფართობებზე ამ აუქციონით გაცემული ლიცენზია ძალაში შევა გამოთავისუფლებიდან 30-ე კალენდარულ დღეს და შესაბამისად, ამ დღიდან აითვლება ამ გამოთავისუფლებულ ფართობ(ებ)ზე მე-5 პუნქტში მითითებული ვადა (27 წელი).
7. სალიცენზიო ფართობია:
| სალიცენზიო ფართობი 1 (მოიცავს მადნეულის საბადოს , მისი აღმ . ფლანგის ჩათვლით , იმ წიაღისეულს , რაზედაც გაიცემა ლიცენზია ყველა სახის ტექნოგენურ წარმონაქმნს , მათ შორის , ოქრო - სპილენძისა და ოქრო - ბარიტული მადნების გამდიდრების კუდებს , გროვებს , სანაყაროებს , საწყობებს და სხვ .) |
| სალიცენზიო ფართობი 2 (საყდრისის საბადო , კვირაცხოვლის , ფოსტისქედის , ყაჩაღიანისა და მამულისის უბნების ჩათვლით ) | ||||||
| № | X | Y |
| № | X | Y | ||
| 1 | 452761 | 4581934 |
| 1 | 446900 | 4580887 | ||
| 2 | 452983 | 4579280 |
| 2 | 449349 | 4582227 | ||
| 3 | 453682 | 4579940 |
| 3 | 449919 | 4581927 | ||
| 4 | 453983 | 4580098 |
| 4 | 447490 | 4580303 | ||
| 5 | 454127 | 4580956 |
| ფართობი 193,76 ჰა | ||||
| 6 | 454688 | 4580956 |
| WGS 1984 | ||||
| 7 | 455366 | 4580583 |
|
|
|
| ||
| 8 | 455676 | 4580222 |
|
|
|
| ||
| 9 | 455565 | 4580045 |
|
|
|
| ||
| 10 | 455810 | 4579831 |
|
|
|
| ||
| 11 | 455924 | 4579500 |
|
|
|
| ||
| 12 | 455902 | 4579189 |
|
|
|
| ||
| 13 | 456150 | 4579143 |
|
|
|
| ||
| 14 | 456210 | 4578318 |
|
|
|
| ||
| 15 | 455670 | 4577968 |
|
|
|
| ||
| 16 | 454514 | 4577865 |
|
|
|
| ||
| 17 | 453926 | 4578048 |
|
|
|
| ||
| 18 | 453175 | 4578423 |
|
|
|
| ||
| 19 | 452651 | 4579367 |
|
|
|
| ||
| 20 | 452301 | 4582309 |
|
|
|
| ||
| 21 | 452631 | 4582965 |
|
|
|
| ||
| 22 | 452067 | 4583066 |
|
|
|
| ||
| 23 | 452080 | 4583600 |
|
|
|
| ||
| 24 | 452624 | 4583604 |
|
|
|
| ||
| 25 | 452635 | 4583306 |
|
|
|
| ||
| 26 | 454290 | 4583210 |
|
|
|
| ||
| 27 | 454013 | 4582100 |
|
|
|
| ||
| ფართობი 1035,5 ჰა |
|
|
|
| ||||
| WGS 1984 |
|
| ||||||
შენიშვნა:
1. აუქციონი არ მოიცავს (ლიცენზია არ გაიცემა) საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
2. ლიცენზიის გამცემი, დადგენილი წესის შესაბამისად, დაინტერესებული პირებისათვის უზრუნველყოფს სალიცენზიო ობიექტის შესახებ მის საკუთრებაში არსებული ყველა სახის გეოლოგიური ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობას.
3. არსებული წიაღით სარგებლობაზე ლიცენზიის (სერია 53, ნომერი 0010, ლიცენზიის ტიპი VI A B C) მოქმედების ვადა იწურება 2014 წლის 7 აპრილს; არსებული წიაღით სარგებლობაზე ლიცენზიის (სერია 53 ნომერი 0011, ლიცენზიის ტიპი II A C) მოქმედების ვადა იწურება 2014 წლის 12 აპრილს; არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1000281 ლიცენზიის მოქმედების ვადა იწურება 2014 წლის 12 აპრილს.
8. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
დაიცვას წიაღით, როგორც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის, მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.
ა) მადნეულის საბადოზე:
ა.ა) არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ლიცენზიის ძალაში შესვლის თარიღიდან 24 თვის განმავლობაში საბადოს შესწავლილობის გათვალისწინებით ჩაატაროს შესაბამისი სამუშაოები და მოახდინოს ოქრო-სპილენძის მადნების და ოქროსშემცველი მეორადი კვარციტების მარაგების დათვლა. სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით ლიცენზიის ძალაში შესვლის თარიღიდან 24 თვის გასვლისთანავე შესაბამის ორგანოში მარაგების დამტკიცების მიზნით წარადგინოს Joint Ore Reserves Committee (JORC)‑ის კოდექსის შესაბამისად ან მხარეთა შეთანხმებით სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო-სპილენძის მადნები და ოქროსშემცველი მეორადი კვარციტები) დათვლილი მარაგების ანგარიში;
ა.ბ) „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის წარმოდგენასთან ერთად ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს ათვისების გეგმა ყოველწლიურად მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო-სპილენძის მადნები და ოქროსშემცველი მეორადი კვარციტები) რაოდენობის მითითებით. მხოლოდ დადგენილი წესით მარაგებისა და ათვისების გეგმის დამტკიცების და მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის არსებობის შემთხვევაში, მისი გადახდის შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება;
ა.გ) 48 თვის განმავლობაში სალიცენზიო ობიექტ №1-ზე (გარდა „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განახორციელოს ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალებისა და ბარიტის (მათ შორის, ტექნოგენური წარმონაქმნების (კუდსაცავების, სანაყაროების, გროვების და ა.შ.) შესწავლა და შესაბამის ორგანოში მარაგების დამტკიცების მიზნით წარადგინოს Joint Ore Reserves Committee (JORC)‑ის კოდექსის შესაბამისად ან მხარეთა შეთანხმებით სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიში და ათვისების გეგმა. მხოლოდ დადგენილი წესით მარაგებისა და ათვისების გეგმის დამტკიცებისა და მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის არსებობის შემთხვევაში, მისი გადახდის შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება;
ბ) საყდრისის საბადოზე:
ბ.ა) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან განახორციელოს ფერადი და კეთილშობილი (ოქრო-სპილენძის მადნების და ოქროსშემცველი მეორადი კვარციტების) მეტალების (გარდა ტექნოგენური წარმონაქმნების (კუდსაცავების, სანაყაროების, გროვების და ა.შ.) მოპოვება არსებული დამტკიცებული მარაგების თანახმად, რის თაობაზეც ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს ათვისების გეგმა ყოველწლიურად მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობის მითითებით (გარდა ტექნოგენური წარმონაქმნების (კუდსაცავების, სანაყაროების, გროვების და ა.შ.);
ბ.ბ) ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია 48 თვის განმავლობაში განახორციელოს ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალებისა და ბარიტის (მათ შორის, ტექნოგენური წარმონაქმნების (კუდსაცავების, სანაყაროების, გროვების და ა.შ.) შესწავლა და შესაბამის ორგანოში მარაგების გადამტკიცების მიზნით წარადგინოს Joint Ore Reserves Committee (JORC)‑ის კოდექსის შესაბამისად ან მხარეთა შეთანხმებით სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიში და ათვისების გეგმა. მხოლოდ დადგენილი წესით მარაგებისა და ათვისების გეგმის დამტკიცებისა და მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის არსებობის შემთხვევაში, მისი გადახდის შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა მარაგების დამტკიცების შემდეგ გამოთვლილ ფასსა და აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ:
ა) სხვაობის პირველი გადახდა მოხდება მას შემდეგ, რაც სალიცენზიო ფართობებზე დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ან/და ფასების ჯამი გადააჭარბებს აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასს;
ბ) სხვაობის პირველი გადახდის შემდგომი გადასახდელი ოდენობა იქნება სხვაობის პირველი გადახდის შემდგომ დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასის ოდენობის ტოლი, რაც დადგენილი წესით ექვემდებარება გადახდას.
10. თუ სალიცენზიო ფართობზე გადათვლილი და დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ნაკლებია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე, ამ შემთხვევაში მეტობით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.
11. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, არა უგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა, სააგენტოში წარადგინოს მომავალი წლის სამუშაო გეგმა. ამგვარი გეგმა ასევე უნდა მოიცავდეს იმ წელიწადს დასაბრუნებელი ფართობის აღწერას (დასაბრუნებელი ფართობის არსებობისას).
12. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 აპრილისა, წარმოადგინოს წინა წლის შესრულებული სამუშაოების ანგარიში.
13. მე-8 პუნქტში აღწერილი სამუშაოები სავალდებულოა შესასრულებლად, მათი არშესრულება უპირობოდ გახდება წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძველი.
14. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობში მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას.
15. ლიცენზიის მფლობელი, სალიცენზიო ფართობის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობას განახორციელებს მხოლოდ ასეთი მიწის კერძო მესაკუთრესთან შეთანხმებით.
16. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
17. საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი, ლიცენზიის მფლობელის წერილობითი მიმართვისა და დადგენილი წესით სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, უზრუნველყოფს სალიცენზიო ტერიტორიის ფარგლებში ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან მიწის და სამთო მინაკუთვნების დაწესებას და გამოყოფას, სათანადო წესით მათ აღრიცხვასა და რეგისტრაციას. კერძო საკუთრების მიწებზე სამთო და მიწის მინაკუთვნების დაწესება ლიცენზიის გამცემის მიერ ხორციელდება ლიცენზიის მფლობელის მიერ მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით და მოქმედი კანონმდებლობის დებულებათა დაცვით.
18. მიწის, გეოლოგიური და სამთო მინაკუთვნები წარმოადგენს სარეკულტივაციო მიწებს და ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს პასუხისმგებლობას ფართობის რეკულტივაციისათვის ფართობის დაბრუნების მომენტისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
19. გეოეკოლოგიური გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა განხორციელდეს ნიადაგისა და ფუჭი ქანების დასაწყობება მიწის მინაკუთვნის ტერიტორიაზე და მოპოვების შემდგომ ტერიტორიის რეკულტივაცია.
20. ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს პასუხისმგებლობას ფართობის რეკულტივაციისათვის ფართობის დაბრუნების მომენტისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
21. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.