სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ პროგრამების „პატრიოტისა“ და „ახალგაზრდული ფესტივალი ანაკლია 2012“ ის ფარგლებში სატრენინგო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №540
2012 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ პროგრამების „პატრიოტისა“ და „ახალგაზრდული ფესტივალი ანაკლია 2012“‑ის ფარგლებში სატრენინგო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა პროგრამების „პატრიოტისა“ და „ახალგაზრდული ფესტივალი ანაკლია 2012“‑ის ფარგლებში სატრენინგო ღონისძიებებთან დაკავშირებული (ტრენერთა მომსახურების, ტრანსპორტირების, კვების, საცხოვრებელი ფართ ობ ის ქირავნობის ა და სხვ.) სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური