საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„თავი XLII3
„მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი
მუხლი 35119. კონვენციით განსაზღვრული ცენტრალური ორგანო
„მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით განსაზღვრული ცენტრალური ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 35120. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მოთხოვნის შესრულება
1. „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს იმავე კონვენციის საფუძველზე განსაზღვრული ცენტრალური ორგანოს მოთხოვნას ბავშვის პიროვნების ან/და ქონების დასაცავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი უგზავნის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით, რომლებიც ვალდებული არიან, მოთხოვნის მიღებისთანავე განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. ბავშვის პიროვნების ან/და ქონების დასაცავად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო საქმეს განიხილავს საქმის წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 6 კვირისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 19 მარტი 2014 წ. N2111-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 19.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2111-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 060000000.05.001.017373.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2111-IIს, 19.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.017373 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2291076/