სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№929
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 14/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №929

2012 წლის14მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოთ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული სერვისების სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სმართ ლოჯიქისაგან განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                         ნ . გილაური             

 

                                                                 დანართი

 

1. კორპორატიული ელექტრონული ფოსტის სერვისი

2. კორპორატიული ტელეფონის სერვისი

3. ინტერნეტ‑ და ქსელური სერვისები

4. ვებგვერდების ან ვებაპლიკაციების ჰოსტინგი (ინტერნეტში განთავსება)

5. ვიდეოკონფერენცინგი

6. შიდა და გარე კომუნიკაციის სერვისები

7. ვირტუალური ინფრასტრუქტურული და პლატფორმული სერვისები

8. სხვადასხვა უწყებების თანამშრომელთა კომპიუტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების ადგილზე ან დისტანციური მხარდაჭერა, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა სერვისები.