სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №966
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
სათბობიშეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ
1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები 2012-2013 წლების განმავლობაში გათავისუფლდნენ სათბობი შეშით უზრუნველყოფისას ტყეკაფების მონიშვნისა და ხე-ტყისდამზადე ბისბილეთისგაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სათბობი შეშით დადგენილი წესით უზრუნველყოფისას, ტყეკაფების მონიშვნისა და ხე-ტყისდამზადებისბილეთისგაცემის მომსახურება 2012-2013 წლებში განახორციელოს უსასყიდლოდ.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ“?
- „სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 24.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №966. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ“, №966, 24.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2296060/