სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №967
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ
1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები 2012-2013 წლების განმავლობაში გათავისუფლდნენ სათბობი შეშით უზრუნველყოფისას ტყეკაფების მონიშვნისა და ხე-ტყისდამზადებისბილე თისგაცემის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სათბობი შეშით დადგენილი წესით უზრუნველყოფისას ტყეკაფების მონიშვნისა და ხე-ტყისდამზადებისბილეთისგაცემი ს მომსახურება 2012-2013 წლებში განახორციელოს უსასყიდლოდ.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური