სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №679
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. სსიპ – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დამატებით 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარი მიმართოს ქ. ქუთაისში სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 სატელევიზიო არხის ოფისისა და პარლამენტის შენობის ტექნიკური აღჭურვისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს შესაბამისი ასიგნებების გამოყოფა სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური