სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №631
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ქვეპროგრამა ,,სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის“ (პროგრამული კოდი – 37 01 13) ასიგნებებიდან 60 000 (სამოცი ათასი) ლარის სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის გამოყოფა მის სარგებლობაში არსებული შენობის სარემონტო სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესასყიდად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს ცვლილების განხორციელება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2012 წლის ბიუჯეტში.
3 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავის სარგებლობაში არსებული შენობის სარემონტო სამუშაოების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.04.2012.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 05.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №631. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, №631, 05.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2294282/