ქ. ვარშავაში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№1898
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ. ვარშავაში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში უზრუნველყოს ქ. ვარშავაში ნაციონალური ატრიბუტიკის გამოყენებით ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, კერძებისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების დაფინანსება.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებებში შესაბამისი ცვლილების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. ვარშავაში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. ვარშავაში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.10.2011.
- როდის იქნა მიღებული „ქ. ვარშავაში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების შესახებ“?
- „ქ. ვარშავაში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 08.10.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1898. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ქ. ვარშავაში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.10.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. ვარშავაში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების შესახებ“, №1898, 08.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2357817/