სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №286
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ
სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და დაამატოს ორგანიზაციული კოდი „23 01 08 – სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტო“.
ბ) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დასაფინანსებლად საჭირო თანხების მოძიება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.04.2009.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ“?
- „სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ“ მიღებულია 14.04.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №286. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.04.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ“, №286, 14.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2226963/