სსიპ – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის გადაცემის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდიდან სატყეო დეპარტამენტის ყოფილ ტერიტორიულ ორგანო „სატყეო დეპარტამენტის საბაზისო სანერგე მეურნეობაზე“ რიცხული 105 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №857
2008 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის გადაცემის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდიდან სატყეო დეპარტამენტის ყოფილ ტერიტორიულ ორგანო „სატყეო დეპარტამენტის საბაზისო სანერგე მეურნეობაზე“ რიცხული 105 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს სსიპ – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 3 დეკემბრის №11 სხდომის ოქმი) და სანერგე მასალის გამოყვანის საქმიანობის წარმოების მიზნით 105 ჰექტარი მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან სსიპ – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის გადაცემის მიზნით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი