„გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ – საქართველოს 2012-2014 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №980
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ –საქართველოს 2012-2014 წლების ეროვნული სტრატეგიისადა სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის“–საქართველოს 2012-2014 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
გარემოსდაცვითიგანათლებამდგრადიგანვითარებისათვის 2012-2014 წლებისეროვნულისტრატეგიადასამოქმედოგეგმა
საქართველოსგარემოსდაცვისსამინისტრო
საქართველოსგანათლებისადამეცნიერებისსამინისტრო
იუნესკო
შინაარსი
I . შესავალი
ზოგადი მიმოხილვა
გარემოსდაცვითი განათლება: მოკლე ისტორია
II. გარემოსდაცვითი განათლება საქართველოში
წარსული და ახლანდელი ძალისხმევა
გამოწვევები და საჭიროებანი
ზოგადი განათლება
უმაღლესი განათლება
პროფესიული განათლება
საგანმანათლებლო საქმიანობა განათლების სისტემის ფარგლებს მიღმა
III. მიზანი
IV. გარემოსდაცვითიგანათლებისპრინციპები
V. გარემოსდაცვითიგანათლებისსტრატეგია
ხედვა
მიზანი
ამოცანები
VI. გარემოსდაცვითიგანათლებისსამოქმედოგეგმა
მიზანი 1: ხელისუფლების მმართვ ე ლობითი როლის გაძლიერება პოლიტიკის, საკანონმდებლო ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმების დარეგულირებით გარემოსდაცვითი განათლების ხელშესაწყობად
მიზანი 2: გარემოსდაცვითი განათლების პროფილის გაზრდა განათლების სისტემის ფარგლებში და მის გარეთ
მიზანი 3: გარემოსდაცვითი განათლების სფეროში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის კავშირებისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე
VII. როლები და პასუხისმგებლობები
VIII . მონიტორინგი და შეფასება
I. შესავალი
ზოგადი მიმოხილვა
მსოფლიო მასშტაბით საზოგადოების მზარდი ტექნოლოგიური და სამრეწველო განვითარების ტემპის კვალდაკვალ იზრდება ადამიანის ზემოქმედება გარემოზე, რაც გამოიხატება ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებაში. დღეს უკვე თითქმის მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, რომ თავად ეს ქმედებები და მათი გვერდითი მოვლენები იწვევს კლიმატის ცვლილებას გლობალური მასშტაბით, რაც საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას, ზრდის ბუნებრივი კატასტროფების ალბათობას და, შესაძლოა, საბოლოოდ თვით ჩვენს არსებობასაც შეუქმნას საფრთხე.
გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით ჩვენი ცხოვრების სტილისა და განვითარების ფორმების შეცვლით, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი კრიზისი. ის ფაქტი, რომ მსოფლიო მასშტაბით მეტი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას, ალტერნატიული ენერგოწყაროების მოძიებას, ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებას, ასევე მდგრადი განვითარების პრინციპების დამკვიდრებას, არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი შევიცვალოთ ცხოვრების წესი და ვაშენოთ უფრო პროგრესული მომავალი. მდგრადი განვითარებისათვის განათლების კუთხით არსებული ძალისხმევა არასაკმარისია. განათლება, მისი ყველა ფორმით, მთავარი იარაღია ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის, შეიძინონ არა მხოლოდ მდგრადი განვითარების ცოდნა, არამედ სათანადოდ აღიჭურვონ შესაბამისი უნარებითა და ამ უნარების პრაქტიკულად გამოყენების მოტივაციით. ინტერესი განათლებისადმი, როგორც მდგრადი განვითარების საშუალებისადმი, გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ მისი პოტენციალის გაცნობიერებას.
გარემოსდაცვითი განათლება: მოკლე ისტორია
გასული საუკუნის 70-იან წლებში საერთაშორისო საზოგადოებამ დაიწყო განათლების შესაძლო როლის კვლევა გარემოსდაცვითი გამოწვევების აღმოფხვრაში, რომელსაც ჩვენს წინაშე განვითარების პროცესი აყენებს. გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო ხედვა პირველად დაფიქსირდა ბელგრადის 1975 წლის ქარტიაში, რომელშიც ჩამოყალიბებულია გარემოსდაცვითი განათლების მიზნები, ამოცანები, პრინციპები და გარემოსდაცვითი განათლების სამიზნე აუდიტორია (იუნესკო, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა, 1975).
ამ მოსაზრებების შემდგომი განვითარება მოხდა 1977 წელს საქართველოში, კერძოდ, თბილისში გამართულ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე გარემოსდაცვითი განათლების შესახებ. კონფერენციაზე მიღებულ იქნა თბილისის დეკლარაცია, რომელმაც განსაზღვრა გარემოსდაცვითი განათლების ცნება და შინაარსი როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე. ამასთანავე, ნათლად განისაზღვრა გარემოსდაცვითი განათლება, როგორც „სწავლის პროცესი, რომელიც მიმართულია როგორც გარემოსა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ცოდნისა და საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლებისკენ, ისე ამ გამოწვევების გადასაჭრელად აუცილებელი უნარებისა და ექსპერტული ცოდნის განვითარებისკენ და ხელს უწყობს სათანადო დამოკიდებულებების, მოტივაციის ჩამოყალიბებას, რომელიც საჭიროა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და პასუხისმგებლობით და გონივრულად მოქმედებისთვის“ (იუნესკო, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა, 1978).
გარემოსდაცვითი განათლების სფეროს განვითარებასთან ერთად, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება „მდგრადი განვითარების“ ცნებას. გაეროს მიერ დაფინანსებული ბრუნდტლანის კომისიის ანგარიშის, „ჩვენი საერთო მომავალი“, თანახმად, მდგრადი განვითარება არის „განვითარება, რომელიც პასუხობს ახლანდელი თაობის მოთხოვნილებებს ისე, რომ ზიანს არ აყენებს მომავალი თაობების შესაძლებლობას, დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები“ (გაეროს გარემოსა და განვითარების გლობალური კომისია, 1987). ის მოიცავს ქმედებების ფართო სპექტრს და არაერთ სექტორს.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მოხდა გარემოსდაცვითი განათლებისა და მდგრადი განვითარების კონცეფციის შერწყმა, რაც აღინიშნება ტერმინით „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“. გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის თანახმად, განათლება მდგრადი განვითარებისათვის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების გაფართოებას სხვა სფეროებთან მისი ინტეგრირებით იმ მიზნით, რომ შეიქმნას „ყოვლისმომცველი კონცეფცია, რომელიც მოიცავს ურთიერთდაკავშირებულ გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს“ (გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, 2005). დღეისათვის „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც მდგრადი განვითარების ფუნდამენტური სტრატეგია.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005-2014 წლები გამოაცხადა „განათლება მდგრადი განვითარებისათვის დეკადად“ (იუნესკო, 2005). დეკადის ფარგლებში მრავალმა საერთაშორისო და ეროვნულმა ორგანიზაციამ შეიმუშავა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ განხორციელების მიზნით.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო წინამდებარე დოკუმენტის მეშვეობით ცდილობს, საფუძველი ჩაუყაროს საქართველოში „განათლებას მდგრადი განვითარებისათვის“. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში არსებულ რეალობას და, იმავდროულად, შესაბამისობაშია როგორც გაერთიანებული ერების „განათლება მდგრადი განვითარებისათვის დეკადის“ ხედვასა და მიზნებთან, ასევე გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან. გარემოსდაცვითი განათლების დებულებები, რომლებიც წარმოდგენილ დოკუმენტშია აღწერილი, სამომავლოდ შექმნის საფუძველს „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ კონცეფციის უფრო ფართო მიდგომების დასანერგად.
II. გარემოსდაცვითი განათლება საქართველოში
საქართველოს აქვს სწრაფად განვითარებისა და, ამავე დროს, მისი ბუნებრივი გარემოს დაცვის მკვეთრად გამოხატული ინტერესი. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში ყოველთვის არ მიმდინარეობს მდგრადად. „2012-2014 წლების საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში“ აღნიშნულია, რომ საქართველოს გარემო გამოწვევების წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გრძელვადიან კეთილდღეობას. ცხადია, საჭიროა მდგრადი განვითარების პრაქტიკული ინიციატივების, მათ შორის, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა იმგვარად, რომ „დაბალანსებული იყოს ეკონომიკური ზრდა, გარემოს დაცვა და სოციალური განვითარება“ (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, 2010).
წარსული და ახლანდელი ძალისხმევა
საქართველოში გარემოსდაცვით განათლებას გრძელი ისტორია აქვს. ის იწყება 1977 წლიდან, როდესაც თბილისმა უმასპინძლა მთავრობათაშორის კონფერენციას გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე. 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომ, ძალისხმევა გარემოსდაცვითი განათლების კუთხით გაგრძელდა, რაც აისახა 1996 წლის საქართველოს კანონში „გარემოს დაცვის შესახებ“. აღნიშნულმა კანონმა გარემოსდაცვითი განათლება დაამკვიდრა, როგორც კანონიერი უფლება. შემდგომი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო პრეზიდენტის 2002 წლის 18 დეკემბრის №538 ბრძანებულება „მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ, რომელმაც განსაზღვრა გარემოსდაცვითი განათლების განხორციელებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურები. 2004 წელს საქართველოს მთავრობამ გარემოსდაცვითი განათლება განსაზღვრა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის განუყოფელი ნაწილი და განაცხადა, რომ ზოგადმა განათლებამ მოსწავლეს უნდა შესძინოს უნარი, „შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო“ (საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილება „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დამტკიცების შესახებ“). ვარდების რევოლუციის შემდგომ, ახალმა მთავრობამ, გახდა რა „გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „განათლება მდგრადი განვითარებისათვის სტრატეგიისა და სამოქმედო ჩარჩო სამოქმედო გეგმის“ მხარე 2005 წელს, გააგრძელა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების განხორციელება გარემოსდაცვითი განათლებისა და მდგრადი განვითარებისათვის განათლების კუთხით.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოსდაცვითი განათლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და უზრუნველმყოფელია. სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და გარემოსა და მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ჩატარების კუთხით. 2012-2015 წლების გარემოს დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია გარემოსდაცვით განათლებაში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს როლი. გეგმა ითვალისწინებს გარემოსდაცვითი განათლების უფრო მძლავრი სისტემის დაგეგმვასა და პროგრამირებას, რის საფუძველზეც დაიწყო აღნიშნულ ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის მომზადებაზე მუშაობა (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, 2010).
ბოლო წლებში გარემოსდაცვითი განათლების კუთხით მუშაობა დაიწყეს სხვა სტრუქტურებმაც. მაგალითად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი მისიაა საქართველოს ბუნებრივი სამყაროს ძეგლების კვლევა, დაცვა, პოპულარიზაცია და საზოგადოებისათვის გაცნობა. გარემოსდაცვითი განათლების უზრუნველყოფას ემსახურება ბუნების ისტორიის მუდმივმოქმედი გამოფენები, საველე სკოლები და დროებითი გამოფენები. გარემოსდაცვითი განათლების ცენტრი მოქმედებს თბილისის ზოოლოგიურ პარკშიც და მუდმივად მასპინძლობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებს.
2002 წლის მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პასუხისმგებელია გარემოსდაცვით განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საგანმანათლებლო სისტემაში. 2004 წლის შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთი რეფორმა გაატარა გარემოსდაცვით განათლებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოხდა გარემოსდაცვითი განათლების ინტეგრირება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებებში; ასევე შემუშავდა კატასტროფების რისკის შემცირების ახალი სასწავლო კურსი. გარდა ამისა, 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში მე-10–მე-12 კლასებისათვის შემუშავდა რამდენიმე ახალი კურსი, რომელიც დაკავშირებულია მდგრადი განვითარებისათვის განათლების საკითხებთან. 2011 წელს სასწავლო გეგმების ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელობდა სასწავლო გეგმის გადასინჯვის პროცესს მუნიციპალიტეტებისათვის სკოლამდელი აღზრდის პროგრამის შემუშავების მეშვეობით. გარემოსდაცვითი განათლების ახალი მასალები შემუშავებულია ამ სასწავლო პროგრამებში შეტანილი მრავალი ცვლილების შესაბამისად (მაკქლინტოქი, 2011).
აღნიშნული პასუხისმგებლობებისა და განხორციელებული ღონისძიებების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან ერთად, იქნება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ძირითადი პარტნიორი გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.
გამოწვევები და საჭიროებები
მიუხედავად გარემოსდაცვით განათლებაში გატარებული ღონისძიებებით მიღწეული შედეგებისა, საჭიროა ძალისხმევა საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების პოტენციის მაქსიმალურად გამოყენებისათვის. ქვემოთ მოცემულ თავებში აღწერილია საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების მდგომარეობა.
ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობას საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქისთვის. შესაბამისად, მას აქვს დიდი პოტენციალი მდგრადი საყოფაცხოვრებო პრაქტიკის დამკვიდრებაში. ამ პოტენციალის რეალიზებისთვის საჭიროა შესაბამისი დიპლომამდელი თუ დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო შესაძლებლობებით პედაგოგების მომზადება, რათა მათ სახელმძღვანელოებითა და სხვა საგანმანათლებლო მასალების, ასევე ადეკვატური სტიმულების მეშვეობით მოსწავლემდე მიიტანონ გარემოსდაცვითი განათლების ხედვა. გარდა ამისა, უნდა მოხდეს განათლების სისტემის ფარგლებში და მის მიღმა არსებული საგანმანათლებლო საქმიანობების კოორდინაცია გარემოსდაცვითი განათლების მაქსიმალური ეფექტიანობისთვის.
რეკომენდაციები ზოგად განათლებაში გარემოსდაცვითი განათლების გაუმჯობესებისათვის:
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგებისთვის სისტემური ტრენინგების შემუშავება და განხორციელება;
• მაღალი ხარისხის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო მასალების შემუშავება და გავრცელება, მოსწავლეთა და მასწავლებლების სახელმძღვანელოების ჩათვლით, რათა ხელი შეეწყოს სასწავლო პროგრამებში შეტანილი ცვლილებების მოსწავლემდე მიტანას;
• მასწავლებლებისთვის ადეკვატური სტიმულებისა და მოტივაციის უზრუნველყოფა გარემოსდაცვითი განათლების პროგრამების განსახორციელებლად;
• განათლების სისტემის ფარგლებში და მის მიღმა არსებული საგანმანათლებლო საქმიანობების კოორდინაცია.
უმაღლესი განათლება
საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. ეს ძალისხმევა მოიცავს მდგრადი განვითარების თემებზე ბაკალავრის, მაგისტრისა და სადოქტორო პროგრამების შექმნას და საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის სპეციალობის შეტანას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მდგრადი განვითარების თემატიკის გარშემო შემოთავაზებები აქვს რამდენიმე სხვა უნივერსიტეტსაც მათთან არსებული მიმართულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში (მაკქლინტოქი, 2011). გარდა ამისა, შექმნილია გარემოს კვლევითი ცენტრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იმედის მომცემი დასაწყისია, გარემოსდაცვითი განათლების საკითხები ზოგადად კარგად არ არის ინტეგრირებული უნივერსიტეტების სხვადასხვა ფაკულტეტზე. უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ჩატარებული კვლევები ასევე არ არის მიმართული გარემოსდაცვით პრიორიტეტებზე.
რეკომენდაციები უმაღლეს სასწავლებლებში გარემოსდაცვითი განათლების გაუმჯობესებისათვის:
• გარემოსდაცვითი მეცნიერებების პარალელურად გარემოსდაცვითი განათლების თემატიკის გაძლიერება უმაღლესი განათლების დაწესებულებების არაპროფილური მიმართულების პროგრამებში;
• ეროვნული გარემოსდაცვითი საჭიროებების საპასუხოდ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის უკეთ კოორდინირებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კომუნიკაციის გაუმჯობესება საგანმანათლებლო სფეროს ყველა დაინტერესებულ მხარესთან;
• უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სტიმულირება და მოტივაცია, რათა მათ უფრო მეტად გამოიყენონ გარემოსდაცვითი განათლების სფერო სწავლების და კვლევითი საქმიანობისას.
პროფესიული განათლება
აუცილებელია გარემოსდაცვითი განათლების ინტეგრაცია პროფესიულ განათლებასა და მომზადებაში, რათა განვითარდეს შესაბამისი უნარების მქონე სამუშაო ძალა. 2008 წელს გამოიცა მდგრადი განვითარების სარეკომენდაციო სახელმძღვანელო პროფესიული დაწესებულებებისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ადგილი აქვს სწავლებას ამ სახელმძღვანელოს მიხედვით, დღემდე არ შემუშავებულა მდგრადი განვითარების პროგრამები. არსებულ მიმართულებებსა და სპეციალობებში, სატყეო მეურნეობისა და დაცული ტერიტორიების სექტორები მოიცავს გარემოსდაცვით კომპონენტებს, მაგრამ არსებობს გარემოსდაცვითი განათლების უფრო მეტ პროგრამებში ინტეგრირების აუცილებლობა.
რეკომენდაციები პროფესიულ განათლებაში გარემოსდაცვითი განათლების გაუმჯობესებისათვის:
• გარემოსდაცვითი განათლების საკითხების ინტეგრირება პროფესიული განათლების შესაბამის სპეციალობებში;
• პროფესიული განათლების მასწავლებლების ტრენინგი თავიანთ კურსებში გარემოსდაცვითი განათლების საკითხების ინტეგრირების მიზნით;
• პროფესიული საგანმანათლებლო მასალების შემუშავება, რომლებიც ეხება გარემოსდაცვითი განათლების შესაბამის საკითხებს;
• პედაგოგების სტიმულირება, რათა მოახდინონ გარემოსდაცვითი განათლების ჩართვა თავიანთ სწავლებაში.
საგანმანათლებლო საქმიანობა განათლების სისტემის ფარგლებს მიღმა
განათლების სისტემის მიღმა საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების ძირითადი გამტარებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მუზეუმები, ეროვნული პარკები, რომლებსაც ქვეყანაში განხორციელებული აქვთ მრავალი პროექტი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის გარემოსდაცვითი განათლების კუთხით, დაწყებული საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების კამპანიებიდან, დამთავრებული გარემოსდაცვითი განათლების მასალების შემუშავებით. მიუხედავად ამისა, საქმიანობა ფერხდება მათსა და სამთავრობო სექტორს შორის არსებული არასათანადო კოორდინაციის გამო. ამასთანავე, მრავალი ქმედება არასისტემურ ხასიათს ატარებს. გარდა ამისა, პროექტების უმრავლესობა ძირითად ყურადღებას აქცევს დეტალურ ტექნიკურ ცოდნას და არ არის ორიენტირებული შესაბამისი უნარების შეძენაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე პერსონალისა და გარემოსდაცვითი პედაგოგების ცოდნა და მათთვის სამეცნიერო ტრენინგების ჩატარება, როგორც წესი, შეზღუდულია. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ასევე არ შეიცავს ფორმალური შეფასებების კომპონენტს, რაც საკმაოდ ართულებს მათი ძალისხმევისა და განხორციელებული სამუშაოების რეალური ეფექტის განსაზღვრას.
რეკომენდაციები განათლების სისტემის მიღმა გარემოსდაცვითი განათლების გაუმჯობესებისათვის:
• მონაწილე მხარეთა გამოცდილების გაზიარებისა და, ამავდროულად, განათლების სისტემის ფარგლებში და მის გარეთ გარემოსდაცვითი განათლების ჰარმონიზაციისთვის სათანადო პლატფორმის შექმნა;
• გარემოსდაცვითი განათლების ტრენინგების ჩატარება არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გარემოსდაცვითი ცოდნისა და პროექტის მართვის უნარების გაუმჯობესების მიზნით;
• შეფასების წახალისება, რათა განხორციელდეს განათლების სისტემის მიღმა მიმდინარე საქმიანობის ეფექტის მართებული შეფასება;
• ბიზნესის, სამთავრობო და მედია სექტორში მომუშავე დაინტერესებული მხარეებისთვის მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების შემუშავება მდგრადობის საკითხებზე;
• კერძო სექტორის სტიმულირება, რათა მათ თავიანთი საქმიანობა დააფუძნონ მდგრად პრაქტიკაზე;
• ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა გარემოსდაცვითი განათლება მაქსიმალურად პრაქტიკული და ეფექტიანი გახდეს.
III. მიზანი
ამ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიზანია შეიქმნას გარემოსდაცვითი განათლების ჩარჩო პროგრამა საქართველოში. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან და დაინტერესებულ მხარეებთან სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით.
გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას აქვს გლობალური მიზანი. სტრატეგიის მიღებით საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებსაც უკვე აქვთ გარემოსდაცვითი განათლების პოლიტიკური ჩარჩო და იღებს ვალდებულებას, იმუშაოს ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხებზე.
დოკუმენტის მიზნები:
• საქართველოს კანონმდებლობაში გარემოსდაცვითი განათლების კუთხით ასახული მოთხოვნების შესაბამისი სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება;
• საქართველოში გარემოსდაცვით განათლებასთან დაკავშირებული საერთო მიდგომების, ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრა;
• გარემოსდაცვითი განათლების მეშვეობით მდგრადი განვითარების სისტემური მიდგომების დანერგვის მხარდაჭერა სხვადასხვა სექტორში;
• გარემოსდაცვითი განათლების კუთხით მიმდინარე ძალისხმევის კოორდინირება დაინტერესებულ მხარეთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებით;
• გარემოსდაცვითი განათლების კუთხით მიმდინარე საქმიანობების ეფექტიანობის, ხარისხისა და რაოდენობის გაზრდის მხარდაჭერა;
• გარემოსდაცვითი განათლების მეშვეობით დაინტერესებულ მხარეთა შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი განვითარების კუთხით;
• საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო მიზნებსა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
• საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს წარმოჩენა, როგორც გარემოსდაცვით განათლებაში აქტიური მოთამაშე;
• გარემოსდაცვითი განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და მისი მხარდაჭერა საქართველოში.
IV. გარემოსდაცვითი განათლების პრინციპები
გარემოსდაცვითიგანათლებისმიზანია, ადამიანურიღირებულებებისგათვალისწინებით, შეცვალოსურთიერთობაადამიანსადაგარემოსშორის. სწორედამიტომ, გარემოსდაცვითიგანათლებაიმფილოსოფიურწინამძღვრებზეუნდაიქნესდაფუძნებული, რაცხელსშეუწყობსქვეყნისმდგრადიმომავლისუზრუნველყოფას.
საქართველოშიგარემოსდაცვითიგანათლება:
• ხელმისაწვდომიუნდაიყოსყველასათვის, განურჩევლადსქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობისა და ასაკისა;
• გამიზნულიუნდაიყოსგანათლებისყველატიპისადადონისათვისგანათლების სისტემის ფარგლებში და მის გარეთ;
• მიმართულიუნდაიქნესარამხოლოდცოდნასადაუნარებზე, არამედმიდგომებზე, ღირებულებებსადაქმედებებზე;
• უნდაიყოსგლობალურიდაინტერდისციპლინური;
• უნდაეფუძნებოდეს „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ პრინციპს;
• უნდაიყოსტოლერანტობისმხარდამჭერიმრავალფეროვნებისმიმართდაშექმნასშესაძლებლობადააღძრასსაზოგადოებასთანთანამშრომლობისსურვილიადგილობრივ, ეროვნულდასაერთაშორისოდონეზე;
• მხარიუნდადაუჭიროსჩართულობასადადემოკრატიულპრინციპებსყველამიმართულებით;
• უნდადანერგოსკრიტიკულიაზროვნება;
• უნდაგანავითაროსშემოქმედებითიმიდგომაგარემოსდაცვითიგამოწვევებისანალიზსადაგადაწყვეტაში;
• მიზანმიმართულიუნდაიყოსადგილობრივგარემოსდაცვითსაკითხებზედაუნდააკავშირებდესმათგლობალურთემებთან;
• უნდაშექმნასმოთხოვნილებასუფთადაჯანმრთელგარემოზე;
• უნდაგანავითაროსადამიანებისკეთილდღეობის, ეკონომიკურიგანვითარებისდაგარემოსდაცვისმჭიდროურთიერთკავშირისაუცილებლობისდამისიდადებითიშედეგებისაღქმისუნარი;
• ხელიუნდაშეუწყოსსაერთაშორისოგარემოსდაცვითიშეთანხმებების ვალდებულებების განხორციელებას;
• ხელიუნდაშეუწყოსინდივიდუალურქმედებებს, პასუხისმგებლობისადაანგარიშვალდებულებისგრძნობებისჩამოყალიბებასსაქართველოსადამსოფლიოსმომავლისათვის.
V. გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგია
ამ ნაწილში განმარტებულია საქართველოშიგარემოსდაცვითიგანათლებისმიზნები დამისიგანხორციელებისძირითადისტრატეგია. „ხედვა“აღწერსსაქართველოს მომავალს, როგორცსრულყოფილადმდგრადიქვეყნისსაუკეთესომოდელს; „მიზანი“განსაზღვრავს გარემოსდაცვითიგანათლების როლსამხედვისმიღწევაში; ხოლო„ამოცანები“კი–მიზნისმიღწევისსაშუალებებს.
ხედვა
დოკუმენტი„გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის: „საქართველოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ ეფუძნება ხედვას, რომ საქართველოში კეთილდღეობა, ეკოლოგიური მდგრადობა და სოციალური თანასწორობა თანაარსებობს და ერთმანეთს აძლიერებს.
მიზანი
აღნიშნული დოკუმენტის მიზანია გარემოსდაცვითი განათლების ისე ორგანიზება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იღებდეს მდგრადი ცხოვრების სტილისა და საზოგადოებაში გარემოსთან გონივრული დამოკიდებულების დანერგვისთვის აუცილებელ ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს.
ამოცანები
ესმიზანიმიიღწევაშემდეგისაკითხებისგადაწყვეტით:
1. ხელისუფლების მმართველობითიროლისგაძლიერებაგარემოსდაცვითიგანათლებისხელშესაწყობად პოლიტიკის, საკანონმდებლოჩარჩოსადასამოქმედოგეგმებისმოწესრიგებით.
2. გარემოსდაცვითიგანათლებისპროფილისგაზრდაგანათლების სისტემის ფარგლებში და მის გარეთ.
3. ქსელურიკავშირების, ურთიერთთანამშრომლობისადაკოორდინაციისხელშეწყობაგარემოსდაცვითგანათლებაშიდაინტერესებულმხარეებსშორისეროვნულდასაერთაშორისოდონეზე.
VI. გარემოსდაცვითი განათლების სამოქმედო გეგმა
გაერთიანებული ერების „განათლება მდგრადი განვითარებისათვის 2005-2014 დეკადის“ სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ამ პერიოდში განათლება მდგრადი განვითარებისათვის გლობალური მასშტაბით ოთხი ძირითადი ფოკუსის გარშემო იქნება მიმართული: ხარისხიანი საბაზო განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ფორმალური განათლების არსებული პროგრამების მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა, საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლება და ყველა პროფესიული სფეროს პრაქტიკული ტრენინგებით უზრუნველყოფა (იუნესკო, 2005). ეს თემები მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და არის სამოქმედო გეგმის მთავარი კომპონენტები. ამასთანავე, სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კონკრეტულად საქართველოსთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებსაც, როგორიც არის გარემოსდაცვითი განათლების სფეროში პარტნიორობის გაუმჯობესება, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში გარემოსდაცვითი სწავლებისა და კვლევების წახალისება და სახელმწიფოს მმართველობითი როლის გაძლიერება.
ქვემოთ მოცემულია წინა თავში განსაზღვრული თითოეული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად საჭირო განსახორციელებელი ღონისძიებები. ამდენად, სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების რეალიზებისათვის მნიშვნელოვანია თითოეული ამ ღონისძიების განხორციელება და მდგრადი შედეგების მიღება.
მიზანი 1: ხელისუფლების მმართველობითი როლის გაძლიერება პოლიტიკის, საკანონმდებლო ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმების დარეგულირებით გარემოსდაცვითი განათლების ხელშესაწყობად
განსახორციელებელი ღონისძიებები
1.1. ეროვნული წარმომადგენლობითი ინტერსექტორული სამუშაო ჯგუფის შექმნა
ეროვნული გარემოსდაცვითი განათლების სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდება სახელმწიფო მოხელეების, გარემოსდაცვითი მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების, ჟურნალისტების და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან.
ეროვნული სამუშაო ჯგუფი ჩაატარებს პერიოდულ შეხვედრებს, რათა განიხილოს საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების კუთხით არსებული მდგომარეობა, გამოავლინოს ხარვეზები გარემოსდაცვითი ცოდნისა და გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგიის განხორციელებაში, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი განათლების სექტორთაშორის კოორდინაციას და შეიმუშაოს რეკომენდაციები გარემოსდაცვითი განათლების გასაუმჯობესებლად. ჯგუფის შეხვედრები გაფორმდება შესაბამისი ოქმით. ჯგუფის სამდივნოს ფუნქციას შეითავსებს საკოორდინაციო ჯგუფში გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
1.2. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით საკოორდინაციო საბჭოს შექმნა
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება მოხდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და ეროვნული პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მართვის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საკოორდინაციო საბჭო. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს მდივანი, რომელიც იქნება საკოორდინაციო საბჭოში გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციებია:
●სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების ზოგადი კოორდინაცია;
●ყოველწლიური საოპერაციო გეგმების შემუშავება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად;
●პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და მათთვის საოპერაციო გეგმით განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელშეწყობა;
●გარემოსდაცვითი ვებპორტალის შექმნა და ოპერირება;
●სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება საოპერაციო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების მატრიცის შესაბამისად;
●სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე წლიური მოხსენებების და სამომავლო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
●მედიასთან ურთიერთობა გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე.
1.3. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყოველწლიური საოპერაციო გეგმის შემუშავება და განხორციელება
გარემოსდაცვითი განათლების სფეროში სტრატეგიის 2012-2014 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, სამთავრობო და არასამთავრობო, ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ მიმართულებით საქართველოში განსახორციელებელი ღონისძიებების კოორდინაციისა და ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე, სტრატეგიის საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს ყოველწლიურ საოპერაციო გეგმას. საოპერაციო გეგმას ითანხმებს და ბრძანების საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი. საოპერაციო გეგმების შესრულების მონიტორინგს განახორციელებს საკოორდინაციო საბჭო.
1.4. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხისმგებლობის გაძლიერება გარემოსდაცვითი განათლების მენეჯმენტის კუთხით
ამ სტრატეგიით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო იქნება შესაბამისი სამინისტროების არსებული ან ახალი თანამშრომლების ჩართულობა. განსახორციელებელი ფუნქციები მოიცავს:
●სამიზნე მიმართულებების განსაზღვრას უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროებში და ამ მიმართულების სპეციალობებისათვის გარემოსდაცვითი განათლების სასწავლო მოდულისა და მასალების შემუშავებაში ხელშეწყობას;
●სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნებისათვის, სადაც ინტეგრირებულია გარემოსდაცვითი განათლების საკითხები, ახალი დამხმარე სასწავლო მასალების/სახელმძღვანელოების შემუშავების კოორდინაციასა და დახმარებას;
●სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებისთვის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას გარემოსდაცვითი განათლების სწავლების კომპეტენციების გაზრდის კუთხით;
●ეკოკლუბების პროგრამის ადმინისტრირებას;
●სამიზნე ჯგუფების გარემოსდაცვითი კომპეტენციების გაზრდის მიზნით უწყვეტი განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფას;
●საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების კამპანიების ორგანიზებას;
●გარემოსდაცვითი განათლების ციფრული პლატფორმების შემუშავებას;
●გარემოსდაცვითი განათლების ღონისძიებების მომზადებას, ორგანიზებას და განხორციელებას;
●დაინტერესებულ მხარეთა სამუშაო ჯგუფებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას;
●გარემოსდაცვითი განათლების კონფერენციების, სემინარებისა და კონკურსების ორგანიზებას;
●საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობას გარემოსდაცვით პროცესებსა და ღონისძიებებში;
●საერთაშორისო დონორებთან კომუნიკაციას და მათ კოორდინაციას.
1.5. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნების და გაუმჯობესების ხელშეწყობა
გარემოზე არასასურველი ანთროპოგენული ზემოქმედების შემცირების მიზნით, სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მიიღებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს ენერგოეფექტურობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, ნარჩენების შემცირების და სხვა შესაბამისი საკითხის თაობაზე. 1.3. ღონისძიებაში ნებაყოფლობით ჩართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, მიენიჭებათ „მწვანე სერტიფიკატები“. საგანმანათლებლო დაწესებულებები იქნება საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი სასკოლო და არასასკოლო საზოგადოების ფართო წრისთვის.
მიზანი 2: გარემოსდაცვითი განათლების პროფილის გაზრდა განათლების სისტემის ფარგლებში და მის გარეთ
განსახორციელებელი ღონისძიებები
2.1. სკოლამდელი აღზრდისა და განვითარების სტანდარტებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ძირითადი სახელმძღვანელოებისა და დამატებითი სასწავლო მასალების გარემოსდაცვითი განათლების საკითხებთან შესაბამისობაში მოყვანა
გარემოსდაცვითი განათლება ინტეგრირებულია ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მაგრამ, აღნიშნული საკითხების სრულყოფილი სწავლების მიზნით, საჭიროა სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა სათანადო დამხმარე სასწავლო მასალებით და, ცალკეულ შემთხვევებში, სახელმძღვანელოებითაც.
2.2. სამიზნე მიმართულებების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში გარემოსდაცვითი განათლების საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობა
გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება მოხდება შერჩეული მიმართულებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მზადყოფნას მათ მომავალ კარიერაში მდგრადი განვითარების გამოწვევების საპასუხოდ. სტრატეგიის ფარგლებში მოხდება სასწავლო პროგრამებისა და მასალების განახლება ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მდგრადი განვითარების სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტები მოცემული პროფესიისათვის. გათვალისწინებული იქნება ამ მიმართულებით არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევებისადმი ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური მიდგომები.
2.3. სამიზნე მიმართულებების უმაღლეს (აკადემიურ) საგანმანათლებლო პროგრამებში გარემოსდაცვითი განათლების საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობა
გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება მოხდება შერჩეული მიმართულებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მზადყოფნას მათ მომავალ კარიერაში მდგრადი განვითარების გამოწვევების საპასუხოდ. სტრატეგიის ფარგლებში მოხდება სასწავლო პროგრამებისა და მასალების განახლება ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მდგრადი განვითარების სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტები მოცემული პროფესიისათვის. გათვალისწინებული იქნება ამ მიმართულებით არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევებისადმი ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური მიდგომები.
2.4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევების გაძლიერება გარემოსდაცვით მეცნიერებებში
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარემოსდაცვითი კვლევების წახალისების მიზნით განხორციელდება საგრანტო კონკურსები საუკეთესო გარემოსდაცვითი პროექტების გამოსავლენად. გრანტის მოსაპოვებლად განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს პროექტის შესაბამისობა საქართველოში გარემოს დაცვის სფეროს განვითარებასთან. მოხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ან საინტერესო პროექტების პოპულარიზაცია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი განათლების ვებპორტალზე და მედია საშუალებებით. გარემოსდაცვითი განათლების კვლევების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირების, ასევე, გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით მოეწყობა ყოველწლიური სემინარები.
2.5. ეკო-კლუბების შექმნა
ეკოკლუბი წარმოადგენს დამატებით სასწავლო პროგრამას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის. კლუბის საქმიანობა მიმართული იქნება გარემოსდაცვითი ცოდნის, ღირებულებების და უნარების შექმნისაკენ და იმუშავებს თავისი თემის ფარგლებში გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელების კუთხით. ფორმალური გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერების მიზნით, ეკოკლუბის სასწავლო პროგრამა შესაბამისობაში იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან. კლუბის პროგრამები მორგებული იქნება სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებზე.
ეკოკლუბების მართვა განხორციელდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის გუნდის მიერ მათი სურვილის საფუძველზე. კლუბში ჩართული პირები გაივლიან ტრენინგს შემდეგ სფეროებში:
• ტრადიციულ საგნებზე დამატებით, ინტერდისციპლინური და პრაქტიკული გარემოსდაცვითი სწავლების მეთოდების მიწოდება;
• მოსწავლეთათვის ადგილობრივი გარემოსდაცვითი საკითხებისა და მათი საზოგადოებასა და ეკონომიკასთან კავშირის გაცნობა პრაქტიკული მაგალითების საშუალებით;
• სკოლებში, ოჯახში და თემებში გარემოზე არასასურველი ზეგავლენის შემცირება მიზანმიმართული ქმედებების განხორციელებით;
• ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე კავშირებისა და თანამშრომლობის განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევასა და თითოეული ეკოკლუბის გრძელვადიან მდგრადობას.
2.6. მოკლევადიანი ტრენინგკურსები სხვადასხვა ასაკობრივი და სამიზნე ჯგუფისთვის (მათ შორის, ჟურნალისტების, მოსამართლეების, ბიზნესის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის) მათთვის გარემოსდაცვითი კომპეტენციების გაზრდის მიზნით
ტრენინგები მიმართული იქნება ცოდნასა და უნარებზე, რომელიც საჭიროა გარემოსდაცვითი მდგრადობის ხელშესაწყობად მოცემულ პროფესიაში. საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებისა და მასთან შესაბამისობის ხელშეწყობის მიზნით, ინფორმაცია საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და მის აღსრულებაზე იქნება პროფესიული ტრენინგების ცენტრალური კომპონენტი.
• ტრენინგი ჟურნალისტებისთვის მიზნად ისახავს, გააძლიეროს გარემოსდაცვით სფეროში ანგარიშგების სამეცნიერო საფუძველი და მისი მნიშვნელობა სამოქალაქო აქტივობებზე;
• ტრენინგები სახელმწიფო მოხელეებისთვის მიზნად ისახავს, შექმნას შესაძლებლობები მათი კონკრეტული სამუშაოს შესაბამისად. ტრენინგები გამიზნული იქნება გარემოსდაცვითი ინსპექტორების, ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების თანამშრომლების და ადგილობრივი საჯარო მოხელეებისთვის, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს გარემოს დაცვა;
• ტრენინგები ბიზნესისათვის მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მწვანე ეკონომიკის განვითარებას და გარემოს დაცვას, როგორც კორპორაციულ პასუხისმგებლობასა და სამართლებრივ ვალდებულებას. როგორც ტრენინგის ნაწილი, ბიზნესის წარმომადგენლები განავითარებენ გეგმას მათ ორგანიზაციაში მდგრადი განვითარების პრაქტიკის დასანერგად . სამშენებლო და საწარმო სექტორი არის განსაკუთრებულად პრიორიტეტული ამ ტრენინგებისთვის;
• ტრენინგი მოსამართლეებისათვის მიზნად ისახავს მათი ცოდნის გაღ რ მავებას საერთაშორისო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის კუთხით.
2.7. საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებისკამპანიების ინიციირება
ცნობიერების დონის ამაღლების კამპანიები დაფუძნებული იქნება ეროვნული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ გარემოსდაცვით პრიორიტეტებსა და მიზნებზე, გამიზნული იქნება კონკრეტულ ი აუდიტორი ისთვი ს და მოიცავს მისთვის შესაფერის საკითხებს. კამპანიებმა სამიზნე ჯგუფს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია იმსაქმიანობის შესახებ , რომელთა განხორციელებაც ამ უკანასკნელთ შეუძლია თ კონკრეტული გარემოსდაცვითი პრობლემის გადასაჭრელად. კამპანიები მოიცავს სხვადასხვა საშუალებებსა და ფორმებს. შეძლებისდაგვარად, აღნიშნული კამპანიების შემუშავება დაფუძნებული იქნება წინასწარ კვლევაზე.
2.8. უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებისათვის საგნობრივი და პროფესიული უნარების ტრენინგების ჩატარება გარემოსდაცვითი განათლებისსაკითხებზე
ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების პედაგოგებ ი. თემატიკა მოიცავსგარემოსდაცვით საკითხებს ზოგადი ცნობიერების ამაღლების მიზნით და გარემოსდაცვითი ცოდნის, ღირებულებებისა და უნარების გად ა ცემ ისმეთოდოლოგიას . ტრენინგი მოიცავს ზემოთ მოცემული 2.1, 2.2 და 2.3 ღონისძი ებები თ გათვალისწინებულგანახლებულ საგანმანათლებლო პროგრამებ ს ა და სასწავლო მასალებს,რომლებიც დიფერენცირებული იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის პედაგოგების ათვის საფეხურის სპეციფი კ ური მოთხოვნების გათვალისწინებით .
მიზანი 3: გარემოსდაცვითი განათლების სფეროში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის კავშირებისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე
განსახორციელებელი ღონისძიებ ები
3.1. გარემოსდაცვითი განათლების ციფრული პლატფორმების შექმნა
გარემოსდაცვითი განათლების ვებ პორტალი შეიქმნება ამ სამოქმედო გეგმაში გაწერილი სხვადასხვა ღონისძი ების სისტემატიზაციის ხელშესაწყობად და გარემოსდაცვით სფეროში არსებული ცოდნისა და გამოცდილების პოპულარიზაციისათვის . ვებ პორტალი გამოაქვეყნებს სიახლეებსგარემოსდაცვითი განათლების სფეროში, ინფორმაციას კვლევების, ტრენინგების, კონფერენციებისა და კონკურსების შესახებ. აქვე იქნება წარმოდგენილი და ჩამოსატვირთად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსები ყველა დონისა და ფორმის განათლებისთვის. ვებ პორტალი ხელს შეუწყობს ეკო-კლუბების, რეგიონული სამუშაო ჯგუფების და „მწვანე“სერტიფიკატის პროგრამ ის ფუნქციონირებას და ამ პროგრამებში მონაწილე საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გარემოსდაცვითი განათლების ვებ პორტალი განთავსდება სოციალური ქსელების საიტებზე ც .
3.2. რეგიონული გარემოსდაცვითი განათლების სამუშაო ჯგუფების შექმნა
რეგიონული სამუშაო ჯგუფები დაკომპლექტდება სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში მომუშავე დაინტერესებული მასწავლებ ლ ებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ასევე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებისგან . ისინი პერიოდულად ჩაატარებენ შეხვედრებს, რათა განიხილონ ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, გარემოსდაცვითი განათლების საუკეთესო მაგალითები, გამოწვევები და მიღწევები. გარემოსდაცვითი პედაგოგიკა, გარემოსდაცვითი მეცნიერება, გარემოსდაცვითი განათლების საკითხების ინტეგრაცია განათლების სისტემის სხვადასხვა დონეზე, სტრატეგიები გარემოსდაცვითი განათლების ინიციატივების გასაუმჯობესებლად და სწავლებაში რეგიონული გარემოსდაცვითი საკითხების დასანერგად.
3.3. შემაჯამებელი ეროვნული გარემოსდაცვითი კონფერენციის ჩატარება განათლების სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის
კონფერენცია მიზნად ისახავსგარემოსდაცვითი განათლების სფეროში ჩართული დაინტერესებული მხარეების შეკრება ს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მოხდეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე ყოველწლიური საოპერაციო გეგმების შესრულების ანალიზი და სამომავლო რეკომენდაციების განხილვა. კონფერენცია იქნება ასევე პლატფორმა გარემოსდაცვითი განათლების შესახებ ცოდნის გაზიარებ ისა და ახალი შესაძლებლობების შექმნ ისთვის . კონფერენცია შეაჯამებს გარემოსდაცვითი განათლების სფეროში საუკეთესო ეროვნულ მაგალითებ სა და საერთაშორისო ცოდნა ს , თეორიასა და პრაქტიკა ს . კონფერენციაზე ასევე გაიმართება სესიები კონკრეტული სექტორების და დაინტერესებული მხარეების ჯგუფების მიხედვით, გაშუქდება საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები და სხვადასხვა სექტორში განხორციელებული ქმედებები.
3.4. გარემოსდაცვითი განათლების კუთხით მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ პროცესებში მონაწილეობა და საერთაშორისო თანამშრომლობა
გარემოსდაცვითიგანათლების სფეროში მოქმედი დაინტერესებული მხარეები ყველა სექტორში იქნებიან ინფორმირებული და ითანამშრომლ ებე ნ გარემოსდაცვითი განათლების კონფერენციებში, კონკურსებსა და სხვა პროცესებშ ი საერთაშორისო დონეზე.
სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 2012-2014:
| მიზანი | ღონისძიება | მონაწილე უწყება |
| მიზანი 1: ხელისუფლების მმართველობითი როლის გაძლიერება პოლიტიკის, საკანონმდებლო ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმების დარეგულირებით გარემოსდაცვითი განათლების ხელშესაწყობად | 1.1. ეროვნული, წარმომადგენლობითი, ინტერსექტორული სამუშაო ჯგუფის შექმნა | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, აშშ მშვიდობის კორპუსი, გარემოსდაცვითი განათლების სფეროში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი და პროფესიული განათლების წარმომადგენლები |
|
| 1.2. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით საკოორდინაციო საბჭოს შექმნა | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გარემოსდაცვითი განათლების სფეროში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები |
|
| 1.3. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყოველწლიური საოპერაციო გეგმის შემუშავება და განხორციელება | საკოორდინაციო საბჭო, დონორი ორგანიზაციები |
|
| 1.4. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხისმგებლობების გაძლიერება სტრატეგიის განხორციელების კუთხით | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები |
|
| 1.5. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნების და გაუმჯობესების ხელშეწყობა | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები |
| მიზანი 2: გარემოსდაცვითი განათლების პროფილის გაზრდა განათლების სისტემის ფარგლებში და მის მიღმა | 2.1. სკოლამდელი აღზრდისა და განვითარების სტანდარტებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ძირითადი სახელმძღვანელოებისა და დამატებითი სასწავლო მასალების უმეტესი ნაწილის გარემოსდაცვითი განათლების საკითხებთან შესაბამისობაში მოყვანა
| საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, განათლებისა და გარემოს დაცვის ექსპერტები, დონორი ორგანიზაციები |
|
| 2.2. სამიზნე მიმართულებების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში გარემოსდაცვითი განათლების საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობა | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული და პედაგოგიური პერსონალი, განათლებისა და გარემოს დაცვითი მეცნიერებების ექსპერტები |
|
| 2.3. სამიზნე მიმართულებების უმაღლეს (აკადემიურ) საგანმანათლებლო პროგრამებში გარემოსდაცვითი განათლების საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობა | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული და პედაგოგიური პერსონალი, განათლებისა და გარემოს დაცვითი მეცნიერებების ექსპერტები |
|
| 2.4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევების გაძლიერება გარემოსდაცვით მეცნიერებებში | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული და პედაგოგიური პერსონალი, განათლებისა და გარემოს დაცვითი მეცნიერებების ექსპერტები |
|
| 2.5 . ეკოკლუბების შექმნა | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აშშ მშვიდობის კორპუსი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები, თემის ლიდერები, სტუდენტები |
|
| 2.6. მოკლევადიანი ტრენინგ კურსები სხვადასხვა ასაკობრივი და სამიზნე ჯგუფისთვის (მათ შორის, ჟურნალისტების, ბიზნესის, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის) აღნიშნული სამიზნე ჯგუფების გარემოსდაცვითი კომპეტენციების გაზრდის მიზნით | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აშშ მშვიდობის კორპუსი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები, თემის ლიდერები, სტუდენტები |
|
| 2.7 . საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებისკამპანიების ინიციირება | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური), მედია სექტორი, აშშ მშვიდობის კორპუსი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები |
|
| 2 .8 . უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებისათვის საგნობრივი და პროფესიული უნარების ტრენინგების ჩატარება გარემოსდაცვითი განათლებისსაკითხებზე | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გარემოსდაცვითი განათლების ექსპერტები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები |
| მიზანი 3: გარემოსდაცვითი განათლების სფეროში მოქმედ დაინტერესებულ მხარეებს შორის კავშირებისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე | 3.1. გარემოსდაცვითი განათლების ციფრული პლატფორმების შექმნა | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, საკოორდინაციო საბჭო |
|
| 3.2. რეგიონული გარემოსდაცვითი განათლების სამუშაო ჯგუფების შექმნა | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პედაგოგები და ადმინისტრატორები |
|
| 3.3. შემაჯამებელი გარემოსდაცვითი ეროვნული კონფერენციის ჩატარება განათლების სისტემის ფარლებში და მის მიღმა | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პედაგოგები, ადმინისტრატორები, ჟურნალისტები, სახელმწიფო მოხელეები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები |
|
| 3.4. გარემოსდაცვითი განათლების კუთხით მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ პროცესებში მონაწილეობა და საერთაშორისო თანამშრომლობა | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები, შესაბამისი დაინტერესებული მხარეები. |
VII. როლები და პასუხისმგებლობები
აღნიშნული სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული დებულებების განხორციელება გულისხმობს განათლების სისტემის ფარგლებში და მის მიღმა მოღვაწე სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ერთობლივ მუშაობას. თუმცა, თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში გარემოსდაცვითი განათლების მართვაზე პასუხისმგებელი და სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების კოორდინატორი უწყებები იქნებიან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სტრატეგიას ეყოლება ზემოაღნიშნული სამინისტროების მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩამოყალიბებული საკოორდინაციო საბჭო.
გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დაფინანსება მოხდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობიდან. დონორებთან ურთიერთობების საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება არის საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. ამ სამინისტროს ასევე დაევალება გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის 2012-2014-ის ფარგლებში ყოველწლიური საოპერაციო გეგმების შემუშავება და დამტკიცება და ზემოაღნიშნული საკოორდინაციო ჯგუფის მიერ ამ საოპერაციო გეგმის განხორციელების მონიტორინგი. ამ დოკუმენტის მიზნებისათვის საოპერაციო გეგმა წარმოადგენს სამოქმედო გეგმის ფარგლებში სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალს, მათი განხორციელებისთვის საჭირო ბიუჯეტისა და დაფინანსების წყაროს მითითებით, ასევე საოპერაციო გეგმის მონიტორინგის მატრიცას.
VIII. მონიტორინგი და შეფასება
ძალზე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი განათლების ქმედებების მონიტორინგი და შეფასება გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგიის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესის განსაზღვრისათვის. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ გარემოსდაცვითი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში იგულისხმება, ასევე წლიური საოპერაციო გეგმების შემუშავება, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ცალკეული ამოცანის ქვეშ განსახორციელებელი ქმედებები, სტრატეგიის მონიტორინგისა და შეფასების საფუძველი იქნება საოპერაციო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების მატრიცა, რომელიც წარმოადგენს ამ სტრატეგიის საოპერაციო გეგმების განუყოფელ ნაწილს. საოპერაციო გეგმებში განსახორციელებელი ქმედებების გვერდით მოცემული იქნება სამიზნე შედეგები, მათი შეფასების ინდიკატორები და ინსტრუმენტები. საოპერაციო გეგმებს ითანხმებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ბრძანების საფუძველზე.
მონიტორინგის აქტივობების დროში გაწერა და მათი სიხშირე დამოკიდებულია თითოეულ ქმედებაზე. საკოორდინაციო საბჭო პასუხისმგებელი იქნება მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის და ასევე ანგარიშგებისა და შედეგების გამოქვეყნებისათვის.