„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №11 |
|
2014 წლის 25 მარტი ქ. ბათუმი |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798), 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მთავრობის აპარატის სტრუქტურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტი; ბ) მთავრობის აპარატის უფროსის სამდივნო; გ) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; დ) საქმისწარმოების დეპარტამენტი; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ვ) ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ზ) მონიტორინგის დეპარტამენტი; თ) საფინანსო–საბუღალტრო დეპარტამენტი; ი) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; კ) პროტოკოლის დეპარტამენტი; ლ) მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; მ) შესყიდვების, მატერიალურ–ტექნიკური და ინფორმაციულ–ტექნოლოგიური დეპარტამენტი; ნ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი. |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტი 1.. მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; ბ) მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრებისა და თათბირების გამართვისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება; გ) მთავრობის თავმჯდომარისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი პროგრამების მომზადება; დ) მთავრობის თავმჯდომარესთან სხვადასხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელების, აგრეთვე მათი წარმომადგენლების აუდიენციის, საქმიანი შეხვედრების გამართვის უზრუნველყოფა; ე) მთავრობის თავმჯდომარის საზოგადოებრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა; ვ) მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა; ზ) მთავრობის თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის განხორციელება; თ) მთავრობის თავმჯდომარის სახელზე შემოსული განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ი) მთავრობის თავმჯდომარის დავალებათა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 2. მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის ხელმძღვანელობა: ა) მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტს ხელმძღვანელობს კაბინეტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე; ბ) მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის საქმიანობას, სათანადო დავალებებით ანაწილებს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსულ კორესპონდენციებსა და განცხადებებს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის თანამშრომლებზე; გ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის წინადადებებსა და პროექტებს; დ) მონაწილეობას ღებულობს მთავრობის სხდომებსა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ გამართულ თათბირებში; ე) ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციათა შესრულებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივ ღონისძიებებს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით და მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა, მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა, მთავრობის (მთავრობის თავმჯდომარის) მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარსადგენი კანონპროექტების შემუშავება, სამართლებრივი ექსპერტიზა, წარმომადგენლობა უმაღლეს საბჭოში მათი განხილვისას; ბ) მთავრობის (მთავრობის თავმჯდომარის), როგორც მხარის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში; გ) საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის (მთავრობის თავმჯდომარისათვის) ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების (თანამდებობის პირების) სამართლებრივი აქტების შეჩერების ან გაუქმების აუცილებლობის შესახებ დასკვნების მომზადება, სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების იურიდიულ სამსახურებთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელშეწყობა; დ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსულ ადმინისტრაციულ საჩივრებზე ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, მთავრობის აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი და მეთოდოლოგიური დახმარების აღმოჩენა მთავრობის აპარატის მიერ განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად; ე) მთავრობის აპარატის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ვ) მთავრობის აპარატის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა, დადგენილი წესით ატესტაციისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება. ზ) სტაჟირებასა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და პროცესის ზედამხედველობა; თ) აპარატის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, აპარატის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ი) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; კ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება."; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების 111 და 114 და მე–13 მუხლები ამოღებულ იქნეს. |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. შესყიდვების, მატერიალურ-ტექნიკური და ინფორმაციულ–ტექნოლოგიური დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესყიდვების, მატერიალურ-ტექნიკური და ინფორმაციულ–ტექნოლოგიური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მთავრობის აპარატის მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება, თანამშრომელთათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა, საკანცელარიო და სხვა ტექნიკური საშუალებებით მათი დროული უზრუნველყოფა, კომპიუტერული და გადასამრავლებელი ტექნიკის, კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ბ) მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაციის ორგანიზება, აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხების და პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება; გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის, მთავრობის აპარატის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციისა და შესაბამისი საკონტრაქტო პირობების შესრულების ინსპექტირების ღონისძიებების განხორციელება; დ) მთავრობის სხდომების, მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის აპარატის უფროსთან გამართული თათბირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ე) მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმის დაცვის კონტროლი; ვ) მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ზ) პერსონალური კომპიუტერების მონტაჟი, კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირების, ოპერაციული სისტემებისა და საოფისე პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; თ) კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის, მთავრობის ვებგვერდის საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფა; ი) ინტერნეტ-ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა; კ) თანამშრომელთა კონსულტირება კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და პროგრამების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით; ლ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.”; |
ვ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულებას მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმარლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კანონმდებლობის სფეროში ურთიერთშეთანხმებული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) მთავრობის თავმჯდომარისათვის (მთავრობისათვის) საკანონმდებლო საქმიანობის სფეროში შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების დაწესებულებათა კანონშემოქმედებითი საქმიანობისათვის ხელის შეწყობა; დ) მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივის წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენლობის განხორციელება; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ დაწესებულებათა წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა, შეხვედრების ორგანიზება; ვ) კანონპროექტების მომზადება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და კოორდინაცია; ზ) საჭოროების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომებზე დასწრება, საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვა; თ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ი) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება."; |
ზ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან. |
|