დეპარტამენტი:

ა) განსაზღვრავს აპარატის საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;

ბ) ადგენს აპარატის ბიუჯეტის პროექტს;

გ) უზრუნველყოფს აპარატისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვას;

დ) უზრუნველყოფს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებასა და გაცემას;

ე) წარმართავს აპარატის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას, უზრუნველყოფს საბუღალტრო და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენას და შესაბამის უწყებებში წარდგენას;

ვ) უზრუნველყოფს აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) უზრუნველყოფს აპარატის ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) განსაზღვრავს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;

ი) ახორციელებს აპარატისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესაბამის შესყიდვებს;

კ) აკონტროლებს და ზედამხედველობას უწევს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ლ) უზრუნველყოფს აპარატის მომარაგებას საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარით და ახდენს მათ განაწილებას;

მ) პასუხისმგებელია აპარატის სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვი