დეპარტამენტი:

ა) შეიმუშავებს წინადადებებს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით;

ბ) უზრუნველყოფს დაკავებულ პოზიციაზე თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენას;

გ) ზრუნავს თანამშრომელთა მუდმივი განვითარებისათვის აპარატის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;

დ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა მოტივაციის მაქსიმალურ ზრდას;

ე) მართავს აპარატში დოკუმენტბრუნვის პროცესს;

ვ) ქმნის, ნერგავს და უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის პროცედურების განვითარებას;

ზ) ორგანიზებას უწევს ადამიანური რესურსების მოზიდვას, მართავს შერჩევა/დაქირავების პროცესს;

თ) აწარმოებს და მართავს თანამშრომლების პირად საქმეებს;

ი) მართავს თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და დადგენილი წესის შესაბამისად ამზადებს და დოკუმენტურად აფორმებს დანიშვნის, გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, მივლინებისა და სხვა ბრძანებების პროექტებს;

კ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს და უზრუნველყოფს მის დაცვას;

ლ) ინიციირებს და ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებს;

მ) უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროების კვლევას, ტრენინგების გეგმის შედგენასა და ხელმძღვანელობისათვის შეთანხმებას;

ნ) ახორციელებს თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზს;

ო) ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;

პ) განიხილავს თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმულ საკითხებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას;

ჟ) ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა გუნდური მუშაობისა და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობის განვითარებას;

რ) უზრუნველყოფს აპარატში შემოსული და აპარატში შექმნილი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის მიღებას, დამუშავებას, რეგისტრაციასა და ადრესატისათვის დროულად მიწოდებას;

ს) უზრუნველყოფს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და დაარქივებას;

ტ) წარმართავს და ორგანიზებას უწევს საიდუმლო საქმისწარმოების პროცესს;

უ) აპარატში საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ხელმძღვანელობისათვის წარსადგენა