საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) აპარატის (შემდეგში - აპარატი) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი (შემდეგში - დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს პერსონალის ეფექტიანად მართვის პოლიტიკას, აგრეთვე საქმისწარმოების სისტემის გამართულ, სწრაფ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის (შემდეგში - პრეზიდენტი) თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის (შემდეგში - საბჭოს მდივანი) წინაშ