დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი.
დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე.
დეპარტამენტი შედგება მრჩევლებისაგან, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის დირექტორისა და საბჭოს მდივნის წინაშე.
დეპარტამენტის მრჩევლებს პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივან