დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ მისიებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის გეგმასა და სტრატეგიას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით და საბჭოს დებულებით განსაზღვრული წესით ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას საბჭოს მისიისა და აპარატის შესახებ;
გ) ორგანიზებას უწევს საბჭოს მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, ინტერვიუებსა და შეხვედრებს;
დ) საბჭოს აპარატის საჭიროებებიდან გამომდინარე ამზადებს მედიის ყოველდღიურ მიმოხილვას;
ე) უზრუნველყოფს საბჭოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის არქივის შექმნასა და განახლებას;
ვ) ამზადებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ავრცელებს პრესრელიზებს, განცხადებებს, ბიულეტენებსა და სხვა შესაბამის საინფორმაციო მასალას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს კონფერენციების, პრეზენტაციების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას;
თ) ადმინისტრირებას უწევს საბჭოს ვებგვერდს;
ი) უზრუნველყოფს საბჭოს ვებსერვერისა და საფოსტო სერვერის გამართულ მუშაობას;
კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საბჭოს ურთიერთობას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების ანალოგიური ფუნქციის მქონე უწყებებთან;
ლ) ორგანიზებას უწევს როგორც საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიური უწყებების დელეგაციების, ისე საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტებს;
მ) წარმართავს ურთიერთობას საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოურ მედიასთან და უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის გაცვლას;
ნ) უზრუნველყოფს საბჭოში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოურ მედიასთან თანამშრომლობის კოორდინაციას;
ო) წარმოადგენს საბჭოს აპარატს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა