დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს აპარატის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებს;
გ) უზრუნველყოფს აპარატში მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
დ) ახორციელებს საბჭოს მდივნის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ე) საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;
ვ) საბჭოს მდივნის წარდგინებით მონაწილეობს მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში;
ზ) საბჭოს მდივანს წარუდგენს ინფორმაციას სახელმწიფოს სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მიღებული პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და სხვა აქტების შესრულების შესახებ;
თ) საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოითხოვს და იღებს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;
ი) წარმოადგენს საბჭოსა და მის აპარატს სამართლებრივი დავისას;
კ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისათვი