დეპარტამენტი:

ა) შეისწავლის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენებს და საბჭოსთვის წარსადგენად შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

ბ) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით განიხილავს თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებს და ამავე სფეროში დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებს;

გ) ახორციელებს საბჭოს მდივნის ინფორმაციულ უზრუნველყოფას თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით;

დ) შეისწავლის პრეზიდენტის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ სამხედრო თანამდებობებზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან, უმაღლესი სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ე) განიხილავს თავდაცვის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, თანამდებობის პირების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიმართვებსა და წერილებს საბჭოს მდივნისათვის წარსადგენად;

ვ) მონაწილეობს სამხედრო ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის საკითხების განხილვაში;

ზ) თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ საბჭოსათვის წარსადგენად;

თ) საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით თავდაცვის სამინისტროდან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოითხოვს და იღებს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებ