აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი;

ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი;

გ) საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი.

აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები:

ა) უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ქვეყნის ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების განსაზღვრა და ანალიზი; შიდა და გარე საფრთხეების შეფასება და პროგნოზირება; ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების შესახებ ინფორმაციულ-ანალიტიკური მოხსენებების მომზადება პრეზიდენტისა და საბჭოსათვის წარსადგენად; საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა როგორც მშვიდობიან, ისე ომიანობისა და საგანგებო ვითარების დროს; პრეზიდენტის საჯარო მოხსენებების ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა; პრეზიდენტისათვის ინფორმაციულ-ანალიტიკური მასალის მიწოდება სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებასთან დაკავშირებით; საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება პრეზიდენტისათვის წარსადგენად; ქვეყნის საზღვრებს გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; თავდაცვის კუთხით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა, თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების განხილვა, რეკომენდაციების შემუშავება; პრეზიდენტის მიერ გამოსაცემი იმ ნორმატიული აქტების პროექტების ანალიზი და მომზადება და საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა, რომლებიც ეხება სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის საკითხებს; შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის სფეროში დაგეგმილი პროექტების განხილვა; პრეზიდენტის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ სამხედრო თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, უმაღლესი სპეციალური და სამხედრო წოდებების მინიჭების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; თავდაცვის სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლის ინსტიტუციური უზრუნველყოფა; გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს მიმართვებისა და წერილების განხილვა პრეზიდენტისათვის წარსადგენად; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

გ) საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; სხვა ქვეყნების ანალოგიური ფუნქციის მქონე უწყებათა აპარატებთან ურთიერთობის წარმართვა; ქვეყანაში საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

დ) იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: საბჭოს კომპეტენციის სფეროში არსებული კანონმდებლობისა და კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; აპარატში მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა; აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამართლებრივი დავისას საბჭოსა და მისი აპარატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

ე) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ადამიანური რესურსების მართვა; საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია; აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლი; საბჭოს აპარატის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

ვ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: აპარატის საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; წლიური ბიუჯეტის პროექტის შედგენა; აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ქონებით უზრუნველყოფა და მართვა; შესყიდვების განხორციელება; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება.

3. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი.

დანართი №2

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის

დებულე