აპარატს ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.
საბჭოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;
ბ) ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს;
გ) ამზადებს საბჭოს სხდომებს;
დ) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და სხვა აქტების შესრულებას;
ე) წარმართავს აპარატის საქმიანობას, ახორციელებს აპარატის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს, აწესებს მათი შესრულების კონტროლს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
თ) პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს საბჭოს მდივნის მოადგილეების კანდიდატურებს;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს;
კ) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია;
ლ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
მ) ამტკიცებს აპარატის შინაგანაწესს;
ნ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის შესაბამის საკლასო ჩინებს;
ო) განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;
პ) წარადგენს წინადადებებს აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე;
ჟ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;
რ) პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურას, დებულებას, საშტატო განრიგსა და აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ს) მონაწილეობს მუდმივმოქმედი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში;
ტ) წარადგენს წევრებს მუდმივმოქმედი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად;
უ) პრეზიდენტს აბარებს ანგარიშს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით;
ფ) ასრულებს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.
საბჭოს მდივანს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც საბჭოს მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.
საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს მდივნის ერთ-ერთი მოადგილ