დეპარტამენტი:

ა) მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და უსაფრთხოების საკითხებზე სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში;

ბ) განიხილავს და საბჭოს წარუდგენს წინადადებებს, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შესახებ;

გ) ამზადებს წინადადებებს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით;

დ) იდენტიფიცირებას ახდენს, აანალიზებს და აფასებს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს და საბჭოსათვის შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ე) აანალიზებს და საბჭოს განსახილველად წარუდგენს მოსაზრებებს, რომლებიც ეხება ქვეყნის უშიშროების საკითხებს;

ვ) ახორციელებს საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

ზ) ანალიტიკურად უზრუნველყოფს პრეზიდენტის მოხსენებას ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე;

თ) საბჭოს მდივანს აწვდის ინფორმაციულ-ანალიტიკურ მასალას სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომელთა რეალიზაციის გარანტი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად არის საქართველოს პრეზიდენტი;

ი) შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს და იღებს საჭირო ინფორმაციას;

კ) განიხილავს სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ მიმართვებსა და წერილებს საბჭოს მდივნისათვის წარსადგენა