1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდეგში - აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი დაწესებულება, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
2. აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, ამ დებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის (შემდეგში - საბჭოს მდივანი) მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. აპარატს ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის (შემდეგში - პრეზიდენტის) წინაშე.
4. აპარატში სამსახური არის საჯარო სამსახური, რომელიც რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.
5. აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი. პრეზიდენტის აღნიშნული უფლებამოსილება დელეგირების წესით შეიძლება გადაეცეს საბჭოს მდივანს.
6. აპარატის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. აპარატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
8. აპარატის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №