აპარატი ამ დებულების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პრეზიდენტისა და საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, რისთვისაც იგი:

ა) ახდენს ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების, შიდა და გარე საფრთხეებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებას;

ბ) აფასებს სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის სფეროში არსებულ მდგომარეობას, საფრთხეებს, გამოწვევებს და ამზადებს რეკომენდაციებს;

გ) უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის სფეროში;

დ) პრეზიდენტის დავალებისა და საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ამზადებს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს;

ე) ახორციელებს სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის სფეროში პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტების, ბრძანებულებების, განკარგულებებისა და მისი - როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის - ბრძანებების შესრულების საერთო კონტროლს;

ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრეზიდენტის საჯარო მოხსენებებისათვის;

ზ) ამზადებს ინფორმაციულ-ანალიტიკურ მასალას სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელთა რეალიზაციის გარანტი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად არის პრეზიდენტი;

თ) ამზადებს რეკომენდაციებს პრეზიდენტის მიერ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გადაყენების, უმაღლესი სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;

ი) ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებს ქვეყნის თავდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირთა დანიშვნისა და თანამდებობიდან გადაყენების, მათთვის უმაღლესი სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;

კ) ამზადებს საბჭოს სხდომებს;

ლ) შეიმუშავებს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;

მ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მომზადებას პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ნ) საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად შეიმუშავებს და საბჭოს განსახილველად წარუდგენს ქვეყნის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს;

ო) განიხილავს გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს მიმართვებსა და წერილებს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;

პ) მონაწილეობს მუდმივმოქმედი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში;

ჟ) საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად, აუცილებლობის შემთხვევაში, იყენებს სტრუქტურის გარეთ არსებულ ინტელექტუალურ და ტექნიკურ რესურსებს.

აპარატი ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის წინაშ