საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №451
2014 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და Peter Harsch Prosthetics, კალიფორნიის კორპორაციას შორის გასაფორმებელი საპროტეზო და სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 დეკემბრის №2155 განკარგულების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (საპროტეზო და სამედიცინო მომსახურების შეძენა იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომლებმაც სამშვიდობო მისიებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მიღებული ტრავმის შედეგად დაკარგეს სხვადასხვა კიდური) დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 1 819 448,80 (ერთი მილიონ რვაას ცხრამეტი ათას ოთხას ორმოცდარვა დოლარი და ოთხმოცი ცენტი) აშშ დოლარს.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 1 819 448,80 (ერთი მილიონ რვაას ცხრამეტი ათას ოთხას ორმოცდარვა დოლარი და ოთხმოცი ცენტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი