„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№260
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017880
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №260

2014 წლის 31 მარტი

ქ.თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2014, 470230000.10.003.017735) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-2 მუხლს დაემატოს ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ე) სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა;

ვ) ქალაქ ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფოს პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა.“.

2.  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია

1. ამ პროგრამის  მე-2  მუხლის  ,,ა“,  ,,ბ“  და  ,,გ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

3.  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 20 897.2 ათასი ლარით:

№

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი N2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა

9 131,8

2

საექსპერტო სამუშაოები, საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა

212,5

3

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა

11 000,0

4

პროგრამის ადმინისტრირება

42,9

5

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა

110,0

6

 ქალაქ ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფოს პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა

400,0

 

სულ

20 897,2.“.

                                                                                                  

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2014.
როდის იქნა მიღებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №260. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.017880.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №260, 31.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017880 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2304492/